კერძო საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი - ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებისა და AHT - ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისის თანამშრომლობა 2023 წლის აპრილის თვეში - „ბიზნესპარტნიორობა მომავლის პროფესიონალებისთვის“, პროექტის ფარგლებში, მემორანდუმის ხელმოწერით გაფორმდა.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი არის უმაღლესი სტანდარტების, ინოვაციური, მაღალი ხარისხის და უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი,თანამედროვე კონცეფციის სამედიცინო დაწესებულება და საერთაშორისო, ოქროს სტანდარტების(Joint Commission International) JCI აკრედიტაციის მფლობელი.
ინტერვიუ „ამერიკულიჰოსპიტალითბილისის“ აღმასრულებელდირექტორთან, ერჯანაიილდიზთან
საერთაშორისო, ოქროს სტანდარტად აღიარებული - JCI აკრედიტაციის მფლობელი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი, ერჯან აიილდიზი პროფესიით ექიმია. ფლობს მაგისტრის ხარისხს და დოქტორის წოდებას ჯანდაცვის ადმინისტრირების მენეჯმენტში.
ერჯან აიილდიზი მსოფლიოს მასშტაბით, 40 ქვეყანაში გაეცნო საერთაშორისო მედიცინას, 17 მათგანში კონსულტანტად მუშაობდა და ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა. მთლიანობაში 15 წელზე მეტია, კლინიკებს მართავს. აღსანიშნავია, რომ ომის დროს, გადავიდა ავღანეთში, ლიბიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში, რომლებსაც ჯანდაცვის განვითარებაში დაეხმარა.
- ბატონოერჯან, როგორშეიქმნა „ამერიკულიჰოსპიტალითბილისი“ დარატომგამოჩნდაქართულბაზარზე?
- „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია - DFC-ის პროექტია. ამ პროექტის მიზანი იყო, აშენებულიყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტის კლინიკა. ეს პროექტი შედგა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების თანადგომითა და დახმარებით, რისთვისაც 58 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განხორციელდა. ამჟამად, ჰოსპიტალში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი.
ჩვენ გვინდა, ვიყოთ გამორჩეული ჰაბი რეგიონში, რადგან საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს მის პრიორიტეტს სამედიცინო ტურიზმისთვის და მიმზიდველი ზონაა მეზობელი ქვეყნებისთვისაც, კერძოდ, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, თურქეთისთვის, ირანისა და სხვებისთვის. ამ მხრივ, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ რეალურად ქმნის საკუთარ ნიშას სამედიცინო რუკაზე.
- როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენელი და დამსაქმებელი, თანამშრომლობთ თუ არა დარგობრივ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ექთნების პროფესიული მომზადებისა და მათი უნარების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების ნაწილში?
- დიახ, რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ, რადგან ჩვენი მიზანია, როგორც პროფესიული ასევე უმაღლესი განათლებისა და დარგობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, მომავლის ექთნების, ანუ ახალგაზრდა სტუდენტების მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებასთან, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროფესიულ ასოციაციასთან.
კერძო საჯარო პარტნიორობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა და კვლავაც მიმდინარეობს მუშაობა უნარების სააგენტოსა და მარეგულირებელი ინსტიტუტების მხარდაჭერით, პროექტებზე, რომელიც ფოკუსირებულია დარგის წარმომადგენელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და საექთნო პროფესიაში რეგულაციების დანერგვის პროცესების ხელშეწყობაზე. თანამედროვე გამოწვევების ფარგლებში, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ აქტიურად ახორციელებს აქტივობებს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
მსოფლიოს მასშტაბით, დღეს, დამსაქმებლებისთვის უმთავრესი გამოწვევაა ადამიანური კაპიტალის განვითარება და დეფიციტის მართვა. შესაბამისად, სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხის სტანდარტების განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია ექთანთა როლი, რადგან უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა ეფუძნება მაღალი ხარისხის საექთნო პრაქტიკას.
- „ამერიკულიჰოსპიტალითბილისი“ ერთ-ერთიაიმსამედიცინოდაწესებულებებსშორის, რომელმაცსულახლახანსმიიღოსაერთაშორისო, ოქროსსტანდარტადაღიარებული - JCI აკრედიტაცია...
- დიახ და ამისთვის უღრმეს მადლობას ვუხდი ჩვენი ჰოსპიტალის თითოეულ თანამშრომელს, რადგან ეს ჩვენი, ერთობლივი გამარჯვებაა! დღემდე, ჩვენი ისტორია იქმნებოდა ეროვნულ მასშტაბში, ამიერიდან იგივე ისტორიის წერას გავაგრძელებთ გლობალურ, საერთაშორისო ჭრილში.
რაც შეეხება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვას, ამ პროცესში ჩართული იყო „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ თითოეული თანამშრომელი. სწორედ მათი დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე, უზრუნველყოფილია ჩვენი პაციენტებისათვის მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
ნატალია კალანდარიშვილი
ხარისხისა და აკრედიტაციის დირექტორი
ჩვენი ჰოსპიტალი გახდა საერთაშორისო აკრედიტაციის ოქროს სტანდარტის, Joint Commission International JCI მფლობელი, რაც გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და პაციენტთათვის ნულოვანი ზიანის მიყენების სტარტეგიას.
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით უზრუნველყოფილია ჰოსპიტალის ყველა საოპერაციო პროცესის უსაფრთხოება, მათ შორის კლინიკური და საექთნო პროცესების, პაციენტების მკურნალობისა და მოვლის სტანდარტების, მედიკამენტების უსაფრთხო მართვის პრაქტიკების, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების, ხარისხის მართვისა და პროცესების გაუმჯობესების, მმართველობითი პროცესებისა და უსაფრთხოების კულტურის დანერგვის, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის აღიარება-ვალიდაციის, საინფორმაციო სისტემებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის სტანდარტების, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით.
საექთნო პროცესები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის. შესაბამისად შევქმენით ისეთი უნიკალური საექთნო რეგულაციები, როგორიც არის პაციენტის პირველადი საექთნო შეფასება, რაც მოიცავს პაციენტის რისკების შეფასებას და მართვას, როგორებიცაა ტკივილის მართვა, წაქცევის რისკი და პრევენცია, ნუტრიციოლოგიური რისკები, რეგლიგიური და სოციალური თავისებურებები, სუიციდის რისკები და მათი მართვა, პაციენტის განათლება, გაწერისათვის მზადება პაციენტის პირველადი შეფასების ეტაპიდან და სხვა.
დაინერგა საექთნო მოვლის გეგმები, როდესაც ექთანი გეგმავს პაციენტისათვის განსახორციელებელ ინტერვენციებს და გეგმის შესაბამისად ახორციელებს პაციენტების მოვლას. შემუშავდა პაციენტების მონიტორინგის სქემები, ადრეული შეფასების შკალები, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტების მდგომარობის მუდმივი მონიტორინგი ხორციელდებოდეს საერთაშორისო მეთოდოლოგიების შესაბამისად. პაციენტის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, დაინერგა პაციენტთა გადაბარების პროცედურები.
აღნიშნული სტანდარტების დანერგვისა და მათი სისტემაში დროული და ეფექტური ინტერგაციის მიზნით, მნიშნელოვანია განათლების სისტემის მზაობა, რათა უკვე საბაზისო ცოდნის მქონე ექთნებით მოხდეს ჰოსპიტლების დაკომპლექტება და ის ძალისხმევა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ამ სისტემების დანერგვის პროცესში, იყოს მიზანმიმართული პროცესების გაუმჯობესებისათვის.
პაციენტის საუკეთესო გამოსავლის უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სამედიცინო პერსონალს შორის, კერძოდ კი პაციენტის მკურნალობა-მოვლის პროცესში ჩართულ პერსონალს, ექიმების, ექთნების, ლაბორატორიისა და რადიოლოგიური სერვისების პროფესიონალების და სხვა პასუხისმგებელ პირთა კოლაბორაციული მიდგომები და მათი ურთიერთთანამშრომლობით პაციენტის მკურნალობისა და მართვის განხორციელება.
საბოლოოდ, მინდა ხაზი გავუსვა ქვეყნის დონეზე საექთნო რეგულაციების დანერგვის საჭიროებას და სისტემური გაუმჯობესებისათვის ამ რეგულაციების საოპერაციო პროცესებში დროული ინტერგაციის აუცილებლობას.
იაგელენიძე
ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანების დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი,ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საექთნო სამსახურის დირექტორი, პროფესიული განათლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის მიმართულების ექსპერტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საექთნო და მეანი ექთნის პროფესიული მარეგულირებელი საბჭოს წევრი, ამერიკული ჰოსპიტალის საექთნო სამსახურის განსაკუთრებულ სტრუქტურაზე, დეპარტამენტში დანერგილ საერთაშორისო სტანდარტებზე, შიდა კორპორატიულ კულტურასა და პაციენტებისადმი დამოკიდებულების გამორჩეულ თავისებურებებზე გვესაუბრა.
ია, ამერიკულიჰოსტპიტალისსაექთნოსამსახურიგამორჩეულიდაგანსაკუთრებულიასტრუქტურულადდასტანდარტებითსხვაქართულიკლინიკებისანალოგიურსამსახურებსშორის. თუშეიძლება, რომმოგვიყვეთ, საექთნოსამსახურისსტრუქტურისძირითადპრინციპებზე.
ამერიკული ჰოსპიტალის საექთნო დეპარტამენტი წარმოდგენილია ინოვაციური, ორგანიზაციული მართვის სტრუქტურით. ის გახლავთ დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო საექთნო საბჭოს (ICN ) საერთაშორისო საექთნო პროფესიის პრაქტიკის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საექთნო საქმიანობის შესახებ სტანდარტებს. ჩვენი საექთნო სამსახურის მიზანია, შექმნას ინოვაციური, უსაფრთხო საექთნო სერვისები და უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების სრულყოფილი, მაღალი ხარისხის, ადამიანების საჭიროებებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ზრუნვის პრაქტიკა.
მინდა ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის , თითოეულ თანამშრომელს მივულოცო JCI- Joint Commission International - საერთაშორისო ოქროს სტანდარტებით აკრედიტაციის მინიჭება! ეს ჩვენი ყველას ერთად გამარჯვებაა!
კლინიკაში დანერგილია კვალიფიკაციის დონეების მიხედვით შიდა და გარე სავალდებულო უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ადამიანური კაპიტალის მობილიზებას და კლინიკური დეპარტამენტების მიხედვით პერსონალის ეფექტურ ადაპტირებას, ასევე დანერგილია ადამიანური კაპიტალის შეფასების, საექთნო საქმიანობის ხარისხისა (QPI) და საექთნო პრაქტიკის შესრულების ინდიკატორები (KPI). ექთნების სწორი სამუშაო გრაფიკი, ექთნებისა და პაციენტების ადეკვატური თანაფარდობა და პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება, ის მთავარი პრინციპებია, რომელსაც ეფუძნება, უსაფრთხო ადამიანური კაპიტალის უზრუნველყოფის პოლიტიკა, ჩვენს კომპანიაში.
2023 წ-დან საექთნო საქმე საქართველოში რეგულირებადი პროფესია გახდა. ახალი გამოწვევების საპასუხოდ და სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, როგორც დარგობრივი ასოციაციების და მარეგულირებელი ინსტიტუტების საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი, აგრძელებს და აფართოვებს აქტიურ თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორც პროფესიული ასევე უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით.
ია, თქვენთვისრასნიშნავსთქვენისაქმიანობა? ასევე, გთხოვთ, საექთნოდეპარტამენტისშიდაკორპირატიულკულტურაზეგვესაუბროთ.
ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე კომპანიას, როგორც საექთნო სამსახურის დირექტორი, რომლის ღირებულებებიც ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის იდეას ეფუძნება, ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი ამ პროცესებში ჩართული ვიყო, რომ მაქვს შესაძლებლობა ამერიკულ ჰოსპიტალში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტები დავნერგო, გამოვზარდოთ კვალიფიციური კადრები და გავუზიაროთ გამოცდილება ჩვენს კოლეგებს სხვა კლინიკებში. ამერიკული ჰოსპიტალის გუნდის წევრობა ნიშნავს ინოვაციურობის, ხარისხის, უსაფრთხო ზრუნვის პრაქტიკის დანერგვის და კარიერული განვითარების არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს.
რაც შეეხება შიდა კორპორატიულ კულტურას, პროფესიული ეთიკა ეფუძნება ძირითად ღირებულებებს: პასუხისმგებლობას, ავტონომიურობას, სადაც ექთანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აღიარებს პაციენტის ავტონომიას - პაციენტი ჩართულია მისი მოვლის საკითხში და მის საჭიროებებსა და მოთხოვნებთან ექთნის დამოკიდებულება ინდივიდუალურია. შემდეგი ღირებულება გახლავთ კონფიდენციალობა პაციენტსა და ექთანს შორის და რა თქმა უნდა, სოციალური სამართლიანობა პაციენტების მიმართ, პაციენტების თანასწორობის აღიარება. აი, ეს ღირებულებები ქმნის ჩვენს შიდა კორპორატიულ კულტურას და პროფესიული ეთიკის ნორმებს. რაც შეეხება ჯანსაღ, ნაყოფიერ კოლაბორაციას და ეფექტურ კომუნიკაციას დეპარტამენტებს შორის, მას განსაზღვრავს საექთნო სამსახურის სამ დონიანი ორგანიზაციული მართვის სტრუქტურა.
თუშეიძლებასაექთნოსამსახურისგანვითარებისუახლოესსამომავლოგეგმებზერომმოგვიყვეთ..
ექთნებისპირველისაერთაშორისოკონგრესისაქართველოში!
2024 წლის 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“, ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მასპინძლობით, ჩატარდება ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი თემაზე - „ჯანდაცვისა და პერსონალური სერვისების უსაფრთხოება და ხარისხი“.
ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი ეხმიანება ექთანთა საერთაშორისო კონგრესის წლევანდელ სლოგანს - „ექთანთა ძალა მსოფლიოს შესაცვლელად“. ICN საერთაშორისო კონგრესი 9-13 ივნისს, ჰელსინკში გაიმართება, რომლის უმთავრესი გზავნილი გახლავთ: „შემოგვიერთდით, რათაგავაერთიანოთექთნებისძალა, დავამყაროთპროფესიულიურთიერთობებიდაგავავრცელოთსაექთნოცოდნასხვადასხვაქვეყნებში!“
ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, როგორც სასესიო, ასევე მასტერ-კლასების ფორმატში, ხოლო კლინიკური მასტერ-კლასები - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ბაზაზე.
ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი მიეძღვნება საექთნო პროფესიაში არსებულ გამოწვევებს, სფეროს სტანდარტების დანერგვის თანამედროვე მეთოდებს, ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურების პროფესიული განვითარების საკითხებს.
მსგავსი დარგობრივი აქტივობები პროფესიის წარმომადგენელთა უწყვეტი განვითარების ფარგლებში: საერთაშორისო კონფერენციები, ლექცია-სემინარები, მასტერ-კლასები და რთული შემთხვევების მულტიდისციპლინური განხილვები - ეს ის ფორმატია, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურების განვითარებას საქართველოში, ქმნის და აყალიბებს ახალ მიდგომებს პრაქტიკაში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში აღიარებული უახლესი სტანდარტების შესაბამისად.
კონგრესი საკმაოდ წარმომადგენლობითი გახლავთ და მოიცავს ორ - ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურების მიმართულებებს.
ღონისძიება გაიმართება მარეგულირებელი ინსტიტუტების მხარდაჭერით : საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; სსიპ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; უნარების სააგენტო; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
დარგობრივი ასოციაციები: საგანმანათლებლო დაწესებულებები - უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები; საერთაშორისო დარგობრივი და მარეგულირებელი ინსტიტუტების წარმომადგენლობითობა (პროფესიული საბჭოები).
საერთაშორისოკონგრესისფარგლებში, ქართველიექთნებიპირველადსაქართველოშივუმასპინძლებთ, დარგისექსპერტებს/საერთაშორისოწარმომადგენლობას - ამერიკიდან, ევროპიდანდააზიიდან.