მმართველობაორგანიზაცია:
ა(ა)იპ „საქართველოს ექთანთა გაერთიანება“, დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, ლიდერი ექთნებით:
- ჯანდაცვის სპეციალისტები;
- მოწვეული აკადემიური პერსონალი;
- დარგის ექსპერტები;
- პროფესიული განათლების ექსპერტები;
- პროფესიული პედაგოგები;
- პრაქტიკის მენტორები;
- ექთანი მენეჯერები(აქტიური ჰოსპიტალურ ეტაპზე ლიდერი ექთნები);
- დარგობრივი ასოციაციების ხელმძღვანელი/ლიდერი ექთნები;
ორგანიზაციის ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავს ცენტრალურ და რეგიონალურ ერთეულებს
ორგანიზაციული სტრუქტურა/დიზაინი
დირექტორთა საბჭო
- ცენტრალური ოფისი:
- ორგანიზაციის ხელმძღვანელი/აღმასრულებელი დირექტორი;
- პროფესიული განვითარების სამსახურის დირექტორი;
- ორგანიზაციის ადმინისტრაციული დირექტორი;
- ორგანიზაციის ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის დირექტორი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის სამსახურის ხელმძღვანელი;
2. რეგიონალურიოფისები - ექთანთა გაერთიანების დირექტორთა საბჭო:
- აჭარის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
- კახეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
- შიდა ქართლის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
- ქვემო ქართლის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
- იმერეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
- სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
- მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
- რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
- გურიის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
- სამცხე -ჯავახეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი.
ფუნქციური დაქვემდებარების შესაბამისად სექტორების დარგობრივი კოორდინაცია,
- პროფესიული უწყვეტი განვითარებისა და განათლების პროგრამების კოორდინატორი;
- საერთაშორისო ინტეგრაციისა და პროექტების მართვის კოორდინატორი;
- ზოგადი პრაქტიკის ექთანთა სექტორის კოორდინატორი;
- ბებიაქალთა გაერთიანების სექტორის კოორდინატორი;
- ფსიქიატრიის მიმართულების სექტორის კოორდინატორი;
- პედიატრიის მიმართულების სექტორის კოორდინატორი;
- პირველადი ჯანდაცვის სექტორის კოორდინატორი;
- ქირურგიის ექთანთა სექტორის კოორდინატორი;
- კრიტიკული მედიცინის ექთანთა სექტორის კოორდინატორი;
- გადაუდებელი მედიცინის ექთანთა სექტორის კოორდინატორი;
- ლიდერ ექთანთა სექტორის კოორდინატორი;
ორგანიზაციის წესდების საფუძველზე - მუხლი4
- ორგანიზაციისხელმძღვანელის/აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები:
- ორგანიზაციისსრულმმართველობითუფლებამოსილებას, ნებისმიერფიზიკურდაიურიდიულ პირთან ურთიერთობაში, ერთპიროვნულად ახორციელებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც დამფუძნებელი, დამფუძნებლის მიერ ნდობა გამოცხადებული პირი;
- ორგანიზაციისხელმძღვანელიარის უვადოდ დანიშნული პირი , რომელიც ქმნის ორაგნიზაციის ადმინისტრაციულ კაბინეტს , ცვლადი წევრებისაგან შემდგარ ორგანოს რომელთა საქმიანობის ვადა არ არის განსაზღვრული და რეგულირდება ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებით და შიდაგანაწესით.
- ორგანიზაციისხელმძღვანელის/აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია:
- წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად;
- კოორდინირებას უწევს ადმინისტრაციული კაბინეტის საქმიანობას;
- ერთპიროვნულად წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
- ადმინისტრაციულ კაბინეტთან განიხილავს წინადადებას ორგანიზაციის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხის შესახებ, გადაწყვეტილების მიღების ფორმა ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლოა იყოს ადგილობრივი პირდაპირი კენჭისყრის წესით , შეხვედრის ფორმატში;
- ზედამხედველობს ორგანიზაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას; განკარგავს ორგანიზაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;
- ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;
- ორგანიზაციის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;
- ხელს აწერს ორგანიზაციის ყველა ოფიციალურ დოკუმენტს;
- ამტკიცებს ორგანიზაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
- ასრულებს წესდებით, მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
- ქმნის კაბინეტს;
- ამტკიცებს ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;
- ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს;
- ირჩევს კაბინეტის წევრს/ამტკიცებს მის შემადგენლობას;
- ამტკიცებს ორგანიზაციის შინაგანაწესს, დებულებებს, სახელმძღვანელო ინსტრუქციას;
- იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირის დაფუძნების საკითხთან დაკავშირებით;
- საჭიროების შემთხვევაში, ისმენს ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომლის, პროგრამების/პროექტების მენეჯერ(ებ)ის, ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ის, ორგანიზაციის ფილიალ(ებ)ის ანგარიშ(ებ)ს;
- წყვეტს ადმინისტრაციული კაბინეტის წევრის უფლებამოსილების შეჩერებისა ან შეწყვეტის საკითხს;
- ირჩევს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ კაბინეტს, ისმენს მისი საქმიანობის კვარტალურ/ ყოველწლიურ ანგარიშს;
- იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის კუთვნილი ლოგოს, ბეჭედისა და სხვა ატრიბუტიკის, მესამე პირისთვის თანასარგებლობაში გადაცემის შესახებ;
- უფლებამოსილია ორგანიზაციის ადმინისტრაციული კაბინეტის გადაწყვეტილება გააუქმოს , თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზენებსა და ამოცანებს;
- იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის რეორგანიზაცია/ლიკვიდაციასთან დაკავშირებით;
- ნიშნავს და ათავისუფლებს ორგანიზაციის თანამშრომლებს;
- ამტკიცებს თანამშრომლებთან სამუშაო აღწერილობას, რომელიც გამომდინარეობს საორგანიზაციო საქმიანობიდან;
- ორგანიზაციისხელმძღვანელიწარმართავსდაგანსაზღვარვსორგანიზაციისსაქმიანობას
იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის რეორგანიზაცია/ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, საჭიროებისამებრ სვავს კაბინეტის შეკრებისა და პირდაპირი კენჭისყრის საკითხს;
- ორგანიზაციის ხელმძღვანელის არ ყოფნის/მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს კაბინეტის წევრი, ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავალებით;
- ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქმნის ადმინისტრაციულ კაბინეტს, და ამტკიცებს ორგანიზაციის სტრუქტურას.
- ორგანიზაციის ხელმძღვანელი განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევებში სვავს საკითხს ადმინისტრაციული კაბინეტის შეკრების შესახებ, ორგანიზაციის ამოცანების შესრულების საჭიროებებიდან გამომდინარე , კრება იმართება ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კაბინეტის წევრთა არანაკლებ 2/3 შემადგენლობით, რომლის სხდომებს ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი/აღმასრულებელი დირექტორი ან მისი ბრძანების საფუძველზე კაბინეტის წევრი.
ორგანიზაციის წესდების საფუძველზე - მუხლი 5 თანახმად
3. კაბინეტი - დირექტორთა სათათბირო ორგანო
- ორგანიზაციისხელმძღვანელიორგანიზაციისსაქმიანობის, უწყვეტობის, ჩართულობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ქმნის კაბინეტს (გუნდს), რომელიც წარმოადგენს ხელმძღვანელის სათათბირო ორგანოს.
- კაბინეტსაკომპლექტებსორგანიზაციისხელმძღვანლი/აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციისხელმძღვანელისკაბინეტი (გუნდი) შედგებაორგანიზაციისთანამშრომლებისგან: 1 ცენტრალური ოფისის დირექტორატი და 2.რეგიონალური ოფისების დირექტორატისაგან, რომელიც უზრუნველყოფს წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, დანერგვასა და სტრატეგიის წარმართვას;
- დირექტორთა კაბინეტი (ცენტრალური ოფისის დირექტორატი და რეგიონალური ოფისების დირექტორატი) წარუდგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმას, საბიუჯეტო პარამეტრებსა და მომავალი წლის ბიუჯეტს;
- კაბინეტის (გუნდის) მუშაობა, შეკრების პერიოდულობა, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალებულება განისაზღვრება ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებითა და შიდაგანაწესით.
- დირექტორთა კაბინეტი უზრუნველყოფს ოფისების (ცენტრალური და რეგიონალური ) ორგანიზაციულ საქმიანობის ორგანიზებასა და კონტროლს, დამტკიცებული სტრატეგიული გეგმისა და ბიუჯეტის ფარგლებში.
ორგანიზაციის წესდების საფუძველზე - მუხლი 6 თანახმად
- ორგანიზაციის გაფართოებული საბჭო
4.1 გაფართოებული საბჭო იქმნება:
- წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი 1 (ერთი) დელეგატი;
- რეგიონალური ოფისების მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი დარგის სპეციალისტებისაგან (1 დარგის სპეციალისტი ერთი რეგიონიდან)
- ორგანიზაციის კაბინეტის წევრებისაგან მინიმუმ 10 წარმომადგენელი;
- მოწვეული დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ( დარგობრივი მიმართულების შერჩევაზე გადაწყვეტილება მიიღება განსახილველი საკითხებისა მიხედვით)
- მოწვეული განათლების ექსპერტები;
4.2 გაფართოებული საბჭო არის სამუშაო ორგანო სადაც ხდება საექთნო სტანდარტების , რეგულაციების საგანმანათლებლო პროგრამების, საექთნო გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება/განხილვა და საბოლოო ფორმატის დოკუმენტის წარდგენა/ ანგარიშგება ორგანიზაციის კაბინეტთან, შემდგომ დამტკიცების მიზნით;
4.3 გაფართოებული საბჭო არის ორგანო სადაც ასევე მიიღება გადაწყვეტილებები ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან/და კაბინეტის უმრავლესობის მიერ გამოტანილ საკითხზე , პირდაპირი კენჭისყრის წესით, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების მიღწევისათვის;
4.4 ორგანიზაციის გაფართოებული საბჭო არ არის მმართველი ორგანო, შესაბამისად მას არ გამოაქვს გადაწყვეტილებები სტრატეგიული ცვლილებების შესახებ;
ორგანიზაციის წესდების საფუძველზე მუხლი 7
- ექთანთა გაერთიანების წევრი ორგანიზაციები;
5.1 წევრობის პირობები ორგანიზაციებისათვის:
- ორგანიზაცია ახორციელებს საექთნო აქტივობებს და ორიენტირებულია პროფესიის განვითარებაზე;
- აქტიურად თანამშრომლობს სხვა დარგობრივ ასოციაციებთან;
- ყავს ან/და არ ყავს წევრები, რაც განსაზღვრული უნდა იყოს წესდებით;
- წევრობის რეგისტრაციისათვის წარმოადგენს მმართველი ორგანოს/პირის გადაწყვეტილებას;
- წევრობის რეგისტრაციისათვის წარმოადგენს აქტივობების შესახებ ინფორმაციას;
- წარმოადგენს ორგანიზაციის 1 ან 2 წევრს , რომელიც იქნება დელეგატი საექთნო გაერთიანებაში და წარმომადგენელი/წევრი გაერთიანებულ საბჭოში;
5.2 საწევროს ტარიფი განსაზღვრულია ორგანიზაციების აქტივობების, წევრობის დივიდენდების შესაბამისად შემუშავებული მომსახურების პაკეტების მიხედვით და რეგისტრაციის პროცესი რეგულირდება ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებითა და შინაგანაწესით;
5.3 წევრი ორგანიზაციის მოვალეობები :
- აქტიური კოლაბორაცია ექთანთა გაერთიანებასთან და ერთიანი სტანდარტების შემუშავება/დანერგვის ხელშეწყობა;
- ერთობლივად შემუშავებული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სწორად დანერგვა;
- საექთნო გაერთიანების ძირითადი სტრატეგიის გათვალისწინება და აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით;
- საწევრო ტარიფის გადახდა დადგენილი წესის შესაბამისად;
- წევრი ორგანიზაციების გამართული/ეფექტური აქტივობების ხელშეწყობა და გლობალური ინტეგრაცია არის ჩვენი გაერთიანების ძირითადი პრიორიტეტი, შესაბამისად წევრი ორგანიზაციების მუშაობა სავალდებულოა ორიენტირ დებოდეს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობასა და პროფესიის განვითარებაზე;
5.4 ორგანიზაციის წევრობიდან გარიცხვა ხდება როდესაც :
· წევრი ორგანიზაციის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებისა და ოფიციალური მომართვის საფუძველზე ;
· წევრი ორგანიზაცია არ იხდის საწევროს დადგენილი წესის შესაბამისად;
· წევრი ორგანიზაციის აქტივობები ეწინააღმდეგება ექთანთა გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებს;
· წევრი ორგანიზაცია არ ახორციელებს აქტივობებს და არ არის ჩართული პროფესიული განვითარების პროცესებში ,მათ შორის მისივე ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით;
· წევრი ორგანიზაციის , საექთნო გაერთიანებიდან გარიცხვის საკითხი დგება გამაერთიანებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ და განიხილება გაერთიანებული საბჭოს სხდომაზე, წესი რეგულირდება ორგანიზაცია „საექთნო გაერთიანების“ შინაგანაწესით.
5.5 წევრი ორგანიზაციის უფლებები:
- წევრი ორგანიზაცია თავისუფალია საკუთარ აქტივობებში ყველა მიმართულებით;
- პროექტების დამოუკიდებლად შემუშავება/მართვა ორგანიზაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
- დამოუკიდებლად აწარმოებს შემეცნებით/კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობას საექთნო მიმართულებით, ერთობლივად შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
- დამოუკიდებლად ერთვება საერთაშორისო აქტივობებში;
- იღებს მონაწილეობას გაფართოებული საბჭოს სხდომებში წარმოდგენილი 1 ან 2 დელეგატის წარმოდგენით;
- გამოითხოვოს/მიიღოს ორგანიზაცია „საექთნო გაერთიანებიდან“ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საექთნო პროფესიული განვითარების მიმართულებით ყველა ეტაპზე;
- ისარგებლოს წევრობით გათვალისწინებული ყველა დივიდენდით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს/მიიღოს დამატებითი მხარდაჭერა საექთნო აქტივობების ფარგლებში მისივე ორგანიზაციის განვითარების კუთხით;
- მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი/საერთაშორისო ეგიდით გამართულ ყველა შემეცნებითი/საინფორმაციო და სამეცნიერო კონფერენციებში- მარეგულირებელი დებულებისა და შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად - წევრობის ტარიფის მიხედვით რეგისტრირებული მომსახურების პაკეტის ფარგლებში;
- ორგანიზაციის დარგობრივი სექტორი, ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეული:
- შეიმუშავებს და აწარმოებს პროფესიული განვითარების მიმართულებით, ნაციონალურ და საერთაშორისო პროექტებს , ექთანთა/ბებიაქალთა გაერთიანების ძირითადი მიზნებისა და ამოცანების მიღწევის მიზნით;
- აწარმოებს სერვისების მიწოდებას ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- დარგობრივი სექტორის წევრები ერთვებიან „ექთანთა გაერთიანების“ სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში, წევრობის დივიდენდებისა და აქტივობების ფარგლებში;
7. წევრი ექთნები და ბებიაქალები, პირობები:
6.1 წევრობის პირობები, ექთანთა გაერთიანების დარგობრივი სექტორის ექთნებისათვის და ბებიაქალებისათვის:
- ექთანი/ბებიაქალი იღებს მონაწილეობას პროფესიულ აქტივობებში და ორიენტირებულია საკუთარი პროფესიული უნარების განვითარებაზე;
- არის აქტიური პრაქტიკოსი ან ლიდერი ექთანი/ბებიაქალი კლინიკაში;
- არის სამკურნალო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი და პროფესიული კოლეჯის მე-5 საფეხურის მე-2 კურსის სტუდენტი;
- ორგანიზაციაში წევრად რეგისტრაციისთვის წარმოადგენს ცნობას სამუშაო ადგილიდან (ან სასწავლებლიდან) და/ან პროფესიულ დიპლომს;
7.2 საწევროს ტარიფი განსაზღვრულია აქტივობების , წევრობის დივიდენდების შესაბამისად შემუშავებული მომსახურების პაკეტების მიხედვით და რეგისტრაციის პროცესი რეგულირდება ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებითა და შინაგანაწესით;
7.3 წევრი ექთნების/ბებიაქალების მოვალეობები :
- აქტიური კოლაბორაცია წევრებთან და ჩართულობა სტანდარტების შემუშავება/დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით, ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებით და შინაგანაწესით დადგენილი წესის მიხედვით;
- ორგანიზაციაში შემუშავებული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესში მონაწილეობა ორგანიზაციის შინაგანაწესის მიხედვით;
- საექთნო/ბებიაქალთა გაერთიანების ძირითადი სტრატეგიის გათვალისწინება და აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით;
- საწევრო ტარიფის გადახდა დადგენილი წესის შესაბამისად;
- წევრი ექთნების/ბებიაქალების პროფესიული უწყვეტი განვითარება და საუკეთესო საექთნო პრაქტიკის დანერგვა კლინიკებში, ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად წევრი ექთნების/ბებიაქალების აქტივობები სავალდებულოა ორიენტირ დებოდეს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობასა და პროფესიის განვითარებაზე;
7.4 ექთნებისა და ბებიაქალების წევრობიდან გარიცხვა ხდება :
· წევრის პირადი განცხადების საფუძველზე;
· წევრი ექთანი/ბებიაქალი არ იხდის საწევროს დადგენილი წესის შესაბამისად;
· წევრი ექთნის/ბებიაქალების აქტივობები ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს;
· წევრი ექთანი/ბებიაქალი არ ახორციელებს აქტივობებს და არ არის ჩართული პროფესიული განვითარების პროცესებში;
· წევრი ექთნის , ასოციაციის წევრობიდან გარიცხვის საკითხი დგება ადმინისტრაციული კაბინეტის მიერ და გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
7.5 წევრი ექთნის/ბებიაქალის უფლებები:
- პროექტების დამოუკიდებლად შემუშავება /წარდგენა და პროექტის განხორციელების კოორდინირება ორგანიზაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
- ჩართულია შემეცნებით/კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობაში საექთნო/ბებიაქალთა აქტივობების მიმართულებით;
- იღებს მონაწილეობას კონფერენციებზე წევრობის შერჩეული და რეგისტრირებული პაკეტის შესაბამისად;
- შეუძლია გამოითხოვოს/მიიღოს ასოციაციიდან ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საექთნო/ბებიაქალთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ; ისარგებლოს წევრობით გათვალისწინებული ყველა დივიდენდით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს/მიიღოს დამატებითი მხარდაჭერა საექთნო/ბებიაქალთა აქტივობების ფარგლებში მისივე პროფესიული განვითარების კუთხით;
- მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი/საერთაშორისო ეგიდით გამართულ ყველა შემეცნებითი/საინფორმაციო და სამეცნიერო კონფერენციებში- შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად - წევრობის ტარიფის მიხედვით რეგისტრირებული მომსახურების პაკეტის ფარგლებში;
ა(ა) იპ საქართველოს ექთანთა გაერთიანება
ხელმძღვანელი/აღმასრულებელი დირექტორი: ი. გელენიძე