ge en ru
  • ge
  • en
  • ru
ხელმძღვანელის მიმართვა

ძვირფასო   ექთნებო,  კოლეგებო, პარტნიორებო და მეგობრებო !

მაქვს პატივი  მოგმართოთ   თქვენ, როგორც  ორგანიზაციის  „ექთანთა გაერთიანების “  ხელმძღვანელმა!

საექთნო პროფესიის განვითარება  მსოფლიო  დონეზე წარმოადგენს  ჯანდაცვის სისტემის  ძირითადი პრიორიტეტს და თითოეული ჩვენგანის მიერ  ნებისმიერი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით. 

საექთნო საქმე არის მეცნიერებაც და ხელოვნებაც. ის მოითხოვს სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფლობა-გამოყენებას. იგი ემყარება კაცობრიობის მიღწევებს ფიზიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებებში.

საექთნო საქმე ეხმარება პიროვნებებს, ოჯახებსა და ადამიანთა ჯგუფებს, განსაზღვრონ და წარმოაჩინონ საკუთარი ფიზიკური, მენტალური და სოციალური პოტენციალი; ამის შესაბამისად იმოქმედონ იმ ცვალებად გარემოში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ.

ექთნის პრეროგატივაა განავითაროს და განახორციელოს ჯანმრთელობის ხელშემწყობი და ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად საჭირო ღონისძიებები,  მოახდინოს ავადმყოფობის ან რეაბილიტაციის პროცესში ზრუნვის დაგეგმვა  და განხორციელება  ფიზიკური, მენტალური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით, რამდენადაც ისინი გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე, ავადმყოფობაზე, უმწეობაზე, სიკვდილზე.

საექთნო საქმე ხელს უწყობს პიროვნების ან მისი ოჯახის, მეგობრების, სოციალური ჯგუფებისა და თემის აქტიურ ჩართვას ჯანდაცვის ყველა ასპექტში, რითაც უზრუნველყოფს პიროვნული პასუხისმგებლობის ამაღლებისა და გადაწყვეტილების მიღების გზით ჯანმრთელი გარემოს შექმნას.

ექთნის უმთავრესი მოვალეობაა  იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე, რათა განახორციელოს პაციენტთა  უსაფრთხო მოვლა და უზრუნველყოს საუკეთესო საექთნო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა  კლინიკებში;   

სამედიცინო სერვისების ხარისხის  უზრუნველყოფა  საექთნო საქმიანობის  ხარისხის  გაუმჯობესების  გარეშე   მიუღწეველია ,   შესაბამისად ყოველი პროფესიული აქტივობა  პროგრესის მიმართულებით ქმნის ჩვენს ქვეყანაში პროფესიის განვითარების მაღალ შესაძლებლობებს   იმ პირობებშიც კი როდესაც ექთნის   სამუშაო გარემო არაადექვატური  , ასევე შრომითი ანაზღაურება და მოტივაცია  წარმოუდგენლად დაბალია. მოტივაციის დაბალი დონე არაადექვატური სამუშაო პირობები  და დაბალი შრომითი ანაზღაურება ის ფაქტორებია , რომელიც  ხელს უწყობს  პროფესიაზე   მოთხოვნის შემცირებას და  ქმნის ქვეყანაში ექთნების დეფიციტს.   

პრობლემა    გლობალურია  და საჭიროებს  მაშტაბურ  აქტივობებს   , ამ მიმართულებით ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს  საერთაშორისო ორგანიზაციებთან , იზიარებს გამოცდილებას რათა შემდგომში    მოიძებნოს და დაინერგოს  ეფექტური ქმედებები  პროფესიის განვითარების მიმართულებით .

ორგანიზაცია  დაარსდა 2018 წლის 17 დეკემბერს, იგი  აერთიანებს დარგის სპეციალისტებს , ექსპერტებს , კლინიკურ ინსტრუქტორებს და პროფესიულ მასწავლებლებს, ლიდერ ექთნებს. თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან.

სერვისები შემუშავებულია ძირითადი პრობლემატური   საკითხების შესაბამისად და ეფუძნება ეროვნულ და ასევე საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი პროორიტეტია საექთნო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა კლინიკებში. 

უდიდეს პრობლემად რჩება საქთნო პერსონალის მიგრაცია დასაქმების მიზნით  სხვადასხვა ქვეყნებში , რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას ექთნების დეფიციტის მიმართულებით.

სექთნო საქმის განვითარების ხელშეწყობა არის ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი , შესაბამისად თითოეული სერვისი შემუშავებულია  ნაციონალურ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკის  ძირითად რეკომენდაციებს.

უნდა აღინიშნოს,  რომ ორგანიზაციის სტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას თითოეული ექთნებისათვის შექმნას პლაცდარმი პროფესიული განვითარებისათვის და ორიენტირებულია ძირითადი პრობლემატური საკითხების გადაჭრაზე.

ჩვენი მიზანია  საექთნო პროფესიის პოპულარიზაცია , პროფესიული  სტანდარტების შემუშავება/დანერგვა,  ადვოკატირება  სახელმწიფო უწყებებთან და  კოლაბორაციის გზით  სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა პროფესიის განვითარების მიმართულებით  . სამედიცინო დაწესებულებებში საექთნო საქმიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით  უწყვეტი საექთნო განათლების  უზრუნველყოფა , ინოვაციური   და  ადაპტირებული  პოსტდიპლომური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. საერთაშორისო ინტეგრაცია და პროფესიის განვითარების ხელშეწყობა,  საექთნო კვლევებისა და  საუკეთესო საექთნო პრაქტიკის დანერგვა კლინიკებში  თანამედროვე ტიპის სამედიცინო მომსახურების სისტემის  უზრუნველყოფის მიზნით; საექთნო სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით კოლაბორაცია სახელმწიფო უწყებებთან და დამსაქმებლებთან, რათა შემუშავებულ იქნას საექთნო   პროფესის ეფექტური სტრატეგიული განვითარების გეგმა.

ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ და განვავითაროთ ნებისმიერი იდეა და ხელი შევუწყოთ პროფესიული  მიმართულებით თქვენს განვითარებას, იაქტიურეთ  ჩაერთეთ ორგანიზაციის  აქტივობებში -( პროფესიული განხილვები, კონფერენციები, სამუშაო ფორუმები - ღია დისკუსიები)  უწყვეტ საგანმანათლებლო პროცესებში, ჩვენ ერთად ვქმნით საუკეთესო საექთნო პრაქტიკას და მომავლის ექთანს საქართველოში, გისურვებთ წამატებებს!

 

ია გელენიძე

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბიოგრაფია