ლელა ბადიევა - აჭარის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების მთავარი კოორდინატორი
მე როგორც ლიდერი გლობალიზაციამ, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოშიც გაამწვავა და გაამძაფრა კონკურენცია სხვადასხვა კომპანიებს შორის, ხოლო ამ კომპანიებისა და დაწესებულებების სამართავად და სახელმძღვანელოდ საჭირო გახდა არა ჩვეულებრივი მენეჯერი, არამედ გლობალურად მოაზროვნე მენეჯერი ანუ ლიდერი. მრავალმხრივ საკამათოა საკითხი ლიდერის ფენომენის შესახებ, კერძოთ, რით უნდა იყოს იგი ლიდერი, თვისებებით თუ რესურსთფლობით, შეიძლება თუ არა ლიდერობის სწავლა და ა.შ. ლიდერის უნარსა და თვისებებზე, დაწესებულებებს შორის წარმოდგენები განსხვავებულია. განსხვავებულია მასზე შეხედულებები მართვის სტრუქტურირების დროსაც. ქართული კულტურის თავსებადობსათან მიმართებაში, საინტერესოა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოში ფუნქციონირებადი დაწესებულების ლიდერი, რა თვისებები და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. როგორც კი ვცდით ლიდერობის განმარტებას, აღმოვაჩენთ, რომ ლიდერობას ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს და მისი იმდენივე განმარტება არსებობს, რამდენ ადამიანსაც უცდია მისი განსაზღვრება. ,,ლიდერობა - ეს არის საქმიანობა, ან შესაძლებლობა უხელმძღვანელო ადამიანთა ჯგუფს ან ორგანიზაციას.“ ,,ლიდერობა - ეს არის პროცესი, როდესაც ინდივიდი ახდენს ზეგავლენას სხვა ადამიანებზე, უჩენს მოტივაციას და მიმართავს მათ საქმიანობას ისე,რომ ხელი შეუწყოს ჯგუფსა თუ ორგანიზაციას მიზნის მიღწევაში.“ ,,ლიდერობა - ეს არის კომუნიკაციური ქცევა, აქტი, რომლის უმთავრესი მიზანია ჯგუფისა და ორგანიზაციული მიზნების თანხვედრა მოახდინოს.“ მიუხედავად მრავალი განმარტებისა, შეიძლება გამოვყოთ კონკრეტული კომპონენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ლიდერობისთვის: 1. ფიქრობს კრიტიკულად; 2. წყვეტს პრობლემებს; 3. პატივს ცემს ხალხს; 4. კომუნიკაბელურია; 5. სახავს მიზანს; 6. ხედვას უზიარებს სხვებს; 7. ანვითარებს თავის თავს და სხვებს. ვფიქრობ, რომ ლიდერობა ეფექტიანი ხელმძღვანელობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტია, როდესაც ლიდერობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: ძალაუფლების მქონე, ავტორიტეტი, მაკონტროლებელი, მიმართულების მიმცემი და ა.შ. იგი არის გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული მმართველობითი სტატუსი. მე ვფიქრობ, რომ ლიდერის ზეგავლენა ჯგუფზე უნდა იყოს მუდმივი, ლიდერებს არ მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც ერთჯერად ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე, ასევე, ლიდერის სახელმძღვანელო ზემოქმედება უნდა განხორციელდეს მთელ ჯგუფზე, ლიდერის თავისებურება მისი გავლენის სიფართოვეა. ლიდერის გავლენას უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი. ლიდერი უნდა ეყრდნობოდეს არა ძალის პირდაპირ გამოყენებას, არამედ ავტორიტეტს, ან ხელმძღვანელობის მართლზომიერების აღიარებას. ჩემი აზრით, ლიდერობა უპირველესად, იდეის რწმენა და მისი სხვებისთვის გაზიარების უნარია. ნებისმიერ სფეროში, შეუძლებელია, რისკის, ნდობის თუ გამჭვირვალობის გარეშე რამეს მიაღწიო. უნდა ავუხსნათ ადამიანებს, ჯგუფს თუ რატომ ვაკეთებთ ამას თუ იმას, გახსნილი უნდა ვიყოთ ყველაფერი ახლისთვის და გავუზიაროთ სხვებს ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ჯგუფის წევრებს, თანამშრომლებს ყოველთვის უნდა მივცეთ მუშაობის შესაძლებლობა, არასოდეს გავუსვათ ხაზი იმას, რომ მათზე მეტი ვიცით და არ ველოდოთ მათგან იმას, რისი გაკეთებაც თავად არ შეგვიძლია. მე, როგორც ლიდერმა, ისეთი გუნდი უნდა შევქმნა, რომ თავად მინდოდეს მისი წევრობა. იმისათვის, რომ ლიდერისთვის აუცილებელი თვისებები შევიძინო, ყოველთვის მზად უნდა ვიყო კოლეგებისგან ინფორმაციის მისაღებად, ასევე, მნიშვნელოვანია, ვიყო ენერგიული და არ მღლიდეს კომუნიკაცია. ლიდერი - ეს ის ადამიანია, ვისაც საინტერესო და ფასეული პროდუქტის შექმნა შეუძლია. ლელა ბადიევა 10.10.2019წ