ძვირფასო ექთნებო! ბებიაქალებო! კოლეგებო! ექთანთა გაერთიანება გილოცავთ პროფესიულ საერთაშორისო დღეს!
მადლობა თქვენ: თავდაუზოგავი შრომისთვის, უძილო ღამეებისთვის, ჩვენი მოქალაქეების თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, უსაზღვრო მოტივაციისათვის, მიუხედავად არაადექვატური შრომითი პირობებისა; ნდობისათვის მიუხედავად არაერთგზის იმედგაცრუებისა;
მადლობა თქვენ პროფესიის უსაზღვრო სიყვარულისთვის! ხშირად შეუძლებელ/საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობისათვის, დღეს ეპიდემიის ეტაპზე უხილავ მტერთან შეუიარაღებელი, მაგრამ მაინც თავდადებული ბრძოლისათვის!
გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში, წინსვლასა და აღიარებას კარიერულ განვითარებაში, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში!