ექთანთა საერთაშორისო საბჭომ დაიწყო ვებინარების სერია COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის შესაფასებლად და ექთნებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით. ორი ასეთი ვებინარი უკვე გაიმართა 27 მარტს.
ვებინარების მთავარი პანელისტები ICN-ის პრეზიდენტი ანეტ კენედი, ICN-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰოვარდ კატტონი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი საექთნო ოფიცერი ელიზაბეტ აირო და WHO-ს ჯანდაცვის მუშაკთა გუნდის წარმომადგენელი ქეთრინ კეინი იყვნენ.
ვებინარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის შემთხვევათა მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მათ შეაფესეს არსებული მდგომარეობა და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს სახელით საერთაშორისო ვებინარს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე დაესწრო.
ვებინარის პირველი სესიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე https://bit.ly/2UHmOXB
მეორე სესია https://bit.ly/2QUEiyS