ექთანთა გაერთიანება ითვალისწინებს ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და დისტანციური მუშაობისა და სწავლების რეჟიმზე გადადის.
გაერთიანებამ უკვე დაიწყო ონლაინ სასწავლო პლატფორმის შექმნაზე მუშაობა და შეეცდება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. აღნიშნული ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით დაინტერესებულ პირებს ჩვენი ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით.
პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექთნების სათანადო მომზადება და მათთვის პროფესიული საქმიანობისა თუ განვითარების პროცესში ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, ექთანთა გაერთიანება შეეცდება მაქსიმალურად შეუწყოს ხელი და მოსახერხებელი პირობები შეუქმნას ექთნებს, რომლებიც მიმდინარე პანდემიის დროს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.