ge en ru
  • ge
  • en
  • ru

სასტერილიზაციოს ექთნის მუშაობის სპეციფიკის პროგრამა მორიგმა ჯგუფმა დაასრულა

26 დეკემბერი 2019

ქირურგიის ექთანთა ასოციაციის საგანმანათლებლო პროგრამა "სასტერილიზაციოს ექთნის მუშაობის სპეციფიკა" კიდევ ერთმა ჯგუფმა გაიარა. 50 საათიანი პროგრამა წარმატებით დაასრულეს ლალა ხარძიანმა, ეკატერინე ზაკალაშვილმა და ქეთევან შარაშენიძემ. პროგრამას ქირურგიის ექთანთა ასოციაციის ხარისხის კოორდინატორი, ინფექციის კონტროლის სპეციალისტი, პრაქტიკოსი ლიდერი ექთანი თამარ ლაბაძე უძღვებოდა.

კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები ქირურგიის ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ლაგვილავამ და ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ გადასცეს. მათ ექთნებს პროფესიული განვითარების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.

სასტერილიზაციოს ექთნის მუშაობის სპეციფიკის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ 

მსგავსი სიახლეები