ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანება ახორციელებს ლიდერი ექთნების მომზადებისა და შერჩევის პროცესს. ამ მიზნით უკვე მიმდინარეობს საექთნო პოსტდიპლომური საგანმანათლებლო პროცესი.
პირველმა ჯგუფმა სწავლა 10 მარტს დაასრულა. ამ დროისთვის კი მიმდინარეობს სწავლება მეორე ჯგუფთან, რომელიც პროგრამას 15 აპრილს დაასრულებს. უკვე დაწყებულია მესამე ჯგუფის შერჩევა.
პროგრამა 2 კრედიტინია და სულ 50 საათს მოიცავს. სასწავლო პროგრამას უძღვება ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი, დარგის ექსპერტი, ლიდერი ექთანი, პროფესიული პედაგოგი ია გელენიძე.
ლიდერობა-მენეჯმენტის კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე http://bit.ly/lideroba . დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 591 006351, ელ-ფოსტაზე info@nof.ge ან ჩვენი facebook-ის გვერდზე www.facebook.com/UnionOfNurses