ge en ru
  • ge
  • en
  • ru

BMC-ის ექთნებმა პირველი მოდული წარმატებით დაასრულეს

06 ნოემბერი 2019

ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) ექთნებმა წარმატებით დაასრულეს პროფესიული უწყვეტი განვითარების პროექტის პირველი მოდული - ინფექციის კონტროლი და საუკეთესო საექთნო პრაქტიკა. აღნიშნული მოდული გაიარეს ექთანთა გაერთიანების, კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციის და ქირურგიის ექთანთა ასოციაციის წევრმა ექთნებმა. პროგრამის წარმატებით გავლის დასტურად თითოეულ მათგანს შესაბამისი სერტიფიკატი ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ და წევრი ასოციაციების ხელმძღვანელებმა, ირმა რაზმაძემ და ნინო ლაგვილავამ გადასცეს.

მსგავსი სიახლეები