ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ხოზრევანიძის კლინიკის ექთნებმა სასწავლო პროგრამის პირველი მოდული დაასრულეს

05 ნოემბერი 2019

ქალაქ ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკის ექთნებმა დაასრულეს პროფესიული უწყვეტი განვითარების პროექტის პირველი მოდული - ინფექციის კონტროლი და საუკეთესო საექთნო პრაქტიკა. კურსის წარმატებით დასრულებისათვის მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. პირველი წარმატებული აქტივობა წევრ ექთნებს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ, ხოზრევანიძის კლინიკის დირექტორმა დალილა ცივაძემ, ქირურგიის ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ლაგვილაამ და კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირმა რაზმაძემ მიულოცეს.

ექთანთა გაერთიანება ულოცავს კურსდამთავრებულ ექთნებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს და თითოეულ მათგანს უსურვებს პროფესიულ წინსვლას!

 

მსგავსი სიახლეები