ge en ru
  • ge
  • en
  • ru

გერმანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება

04 ნოემბერი 2019

პროფესიული განვითარების ფარგლებში გერმანელ კოლეგებთან შეხვედრები გრძელდება. სტუმრებს ამჯერად რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უმასპინძლა. პროფესიული გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები გერმანელ კოლეგებს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ გაუზიარა. მასპინძლებმა ასევე მოისმინეს უცხოელი კოლეგების მოსაზრებები და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება.  გერმანელი კოლეგების კიდევ ერთ ნაკადს კი საქართველო თებერვალში უმასპინძლებს. აღნიშნული ვიზიტების მიზანი ქართველი და გერმანელი ექთნების პროფესიული გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

მსგავსი სიახლეები