ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ექთანთა გაერთიანება რესპუბლიკურ საავადმყოფოში საექთნო სამსახურის სტრუქტურას ქმნის

24 ოქტომბერი 2019

ექთანთა გაერთიანება აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან (რესპუბლიკური) თანამშრომლობას აღრმავებს. უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. თანამშრომლობა ითვალისწინებს რესპუბლიკურ საავადმოფოში ექთანთა გაერთიანების მიერ საექთნო სამსახურის სტრუქტურის შემუშავებას და პერსონალის უწყვეტი განათლების პროგრამების დანერგვას კლინიკაში საექთნო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.

ამ მიზნით ექთანთა გაერთიანებამ უკვე დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამებზე ექთანთა მიღება. პროგრამა "ლიდერობა და მენეჯმენტი საექთნო საქმეში" 50 საათიანია და პროგრამაზე დაშვების წინაპირობა პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომია.

გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის მიმდინარეობს პრაქტიკის მენტორების მომზადებაც.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით info@nof.ge ან ტელეფონზე 591 006351.

მსგავსი სიახლეები