ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანება კლინიკურ ბაზებს აფართოებს.
პროფესიული პროგრამების განსახორციელებლად პარტნიორი კლინიკების რიცხვს ამჯერად აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური) შეემატა. ექთანთა გაერთიანების კლინიკურ ბაზებს ასევე წარმოადგენენ თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ნიუ ჰოსპიტალსი, გაგუას კლინიკა, კლინიკა ვივამედი, ხოზრევანიძის კლინიკა (ბათუმი) და ბათუმის სამედიცინო ცენტრი BMC.
პარტნიორობის მიზანი ერთობლივი საქმიანობით ექთანთა და სტუდენტთა პროფესიული მომზადება და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს კლინიკა/ბაზის მხრიდან კლინიკური ბაზის დათმობას ექთანთა გაერთიანებისთვის პროფესიული პროგრამების განსახორციელებლად, ხოლო ექთანთა გაერთიანების მხრიდან კლინიკა/ბაზისთვის დარგობრივი ინსტრუქტორების მომზადებას. ექთანთა გაერთიანება კლინიკურ ბაზებზე განახორციელებს როგორც მოკლევადიან პოსტდიპლომურ, ასევე გრძელვადიან საგანმანათლებლო პროგრამებს.
ექთანთა გაერთიანება ექთანთა მომზადებას ამჟამად სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის იწყებს. მსმენელები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ექთანთა გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებენ რეკომენდაციას რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმების მიზნით. აღნიშნულ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული გაერთიანების წევრი დარგობრივი ასოციაციები - ქირურგიის ექთანთა ასოციაცია და კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაცია.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით info@nof.ge ან ნომერზე 591 006351