ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ექთანთა გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტენსიურ თანამშრომლობას იწყებს

23 სექტემბერი 2019

ექთანთა გაერთიანება საქართველოში საექთნო პროფესიის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტენსიურ თანამშრომლობას იწყებს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკვე დაიგეგმა რამდენიმე პროექტი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ლიდერების მომზადებაა საექთნო და ბებიაქალების პროფესიული კლასიფიკატორების და სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული მიმართულებით მთავარი მხარდამჭერი ექთანთა საერთაშორისო საბჭო ICN იქნება. ასევე უკვე დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები ექთანთა გაერთიანების ICN-ში წევრობისა და აფილირების საკითხის განსახილველად.

გარდა ამისა, ჩაინიშნა შეხვედრები ევროპის რეგიონალური გაერთიანების ფორმატში, სადაც ექთანთა გაერთიანების წევრობის საკითხი იქნება განხილული.

რაც შეეხება 2020 წელს, აღნიშნული წელი გამოცხადებულია ექთნებისა და ბებიაქალების წლად. სწორედ ამიტომ, ექთანთა გაერთიანება, საერთაშორისო მეგობარ ორგანიზაციებთან უკვე გეგმავს რამდენიმე პროექტს. 

აღნიშნულ პროექტებში ექთანთა გაერთიანების პარტნიორები ICN-თან ერთად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WHO იქნება.

მსგავსი სიახლეები