ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ექთანთა გაერთიანების შეხვედრები წამყვან ექთნებთან

30 მარტი 2019

საექთნო პროფესიის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ექთანთა გაერთიანება ახორციელებს საქართველოს მასშტაბით ექთანთა გაერთიანების პროცესს, ახდენს პოსტდიპლომური პროგრამების დანერგვას წევრობის ფარგლებში და წევრ ორგანიზაციებთან ერთად ქმნის პროფესიულ სტანდარტებს, რომელიც შემდგომში წარდგენილი იქნება, როგორც ინიციატივა სახელმწიფო რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის ფარგლებში;

პროცესის პირველი ეტაპი წამყვანი კლინიკების პერსონალთან შეხვედრაა. ასეთი შეხვედრები ექთანთა გაერთიანებამ, წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, უკვე გამართა ნიუ ჰოსპიტალსის, ვივა მედის, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის და გაგუას კლინიკის წამყვან ექთნებთან;

შეხვედრების ფორმატი მოიცავს:

  • ლიდერი ორგანიზაციის "ექთანთა გაერთიანების" და წევრი ორგანიზაციების პრეზენტაცია;
  • უწყვეტი პროფესიული განვითარების პროექტის მიმოხილვა- ექთნებთან ერთად ძირითადი საკვანძო საკითხების იდენტიფიცირება;
  • უწყვეტი პროფესიული განათლება და საუკეთესო პრაქტიკა;

ექთანთა გაერთიანების თითოეული აქტივობა მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ექსპერტი ორგანიზაცია გახლავთ საერთაშორისო საექთნო საბჭო ICN;

ა(ა) იპ ექთანთა გაერთიანება არის ლიდერი კომპანია და ჰყავს წევრი ორგანიზაციები (დარგობრივი ასოციაციები):

  1. ა(ა)იპ საქართველოს კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაცია;
  2. ა(ა) იპ საქართველოს ქირურგიის ექთანთა ასოციაცია;
  3. ა(ა) იპ საქართველოს ნეონატოლოგიის ექთანთა ასოციაცია;
  4. ა(ა) იპ ბებია ქალთა ასოციაცია.
მსგავსი სიახლეები