ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ლიდერ ექთნებთან ერთად GNLI (Global Nursing Leadership Institute)-ის პროგრამაში ჩაერთო. პროგრამაში 20 ქვეყნის 28 წარმომადგენელი მონაწილეობს. ია გელენიძე მისი პირველი მონაწილეა საქართველოდან.
GNLI გახლავთ ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ICN-ის სტრატეგიული ლიდერობის პროგრამა, რომელიც ამზადებს ექთნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ხელს უწობს მათ მსოფლიო ლიდერებად ჩამოყალიბებას. პროგრამის მიზანი ჯანდაცვისა და საექთნო პროფესიის გლობალური პოლიტიკის გაუმჯობესებაა. აღნიშნულ პროგრამას ICN უკვე 10 წელია ახორციელებს.
ექთანთა გაერთიანება გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის GNLI-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის საქართველოდან რეკომენდაცია გაუწიოს ერთ ლიდერ ექთანს და დააფინანსოს პროგრამაში მისი მონაწილეობა. რეკომენდაციისა და დაფინანსების მოპოვების მსურველი ექთნისთვის სავალდებულო მოთხოვნა იქნება :