ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული გაიდლიანი შემუშავებულია

12 სექტემბერი 2019

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული გაიდლაინის საავტორო კოპირებული ვარიანტი უკვე შემუშავდა. გაიდლაინზე მუშაობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ა.შ.შ.-ის  დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების (USA CDC) პროექტის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და სრულყოფა გლობალური მასშტაბით: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზეგავლენის ჩამოყალიბება და გაძლიერება“-ს ფარგლებში მიმდინარეობდა.

სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ ექთანთა გაერთიანების, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციის წარმომადგენლები: ეპიდემიოლოგები, ექთნები, ექიმები... 

სამუშაო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა კურორტ საირმეში გაიმართა. შეხვედრაზე დაიგეგმა გაიდლაინის დანერგვისათვის აუცილებელი სამომავლო ღონისძიებებიც.

ჯგუფის მიერ შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული გაიდლაინი დასამტკიცებლად ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა, რის შემდეგაც დაიწყება მისი დანერგვა საქართველოს კლინიკებში.

მსგავსი სიახლეები