ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ექთანთა მომზადების პროგრამა კლინიკა "მედინაში"

03 აგვისტო 2019

ექთანთა გაერთიანება და მისი წევრი ასოციაციები (კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციაქირურგიის ექთანთა ასოციაცია და ნეონატოლოგიის ექთანთა ასოციაცია) აგრძელებენ ექთანთა პროფესიული მომზადების პროგრამის პირველ ეტაპს. პროგრამის პირველი მოდული "ინფექციის კონტროლის საფუძვლები და საუკეთესო საექთნო პრაქტიკა" ამჯერად ბათუმის კლინიკა "მედინას" ექთნებმა გაიარეს. აღნიშნული მოდული 10 სათს მოიცავს. ასევე 10 საათიანია მეორე მოდულიც "მედიკამენტოზური თერაპია და საუკეთესო საექთნო პრაქტიკა". 

აღნიშნული ფორმატით სასწავლო პროგრამის წარდგენა და განხორციელება იგეგმება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. 

საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.

მსგავსი სიახლეები