ge en ru
  • ge
  • en
  • ru

პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ექთანთა მომზადება დაიწყო

28 ივლისი 2019

ექთანთა გაერთიანების წევრი ორგანიზაციების პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ექთანთა მომზადება დაიწყო. კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციამქირურგიის ექთანთა ასოციაციამ და ნეონატოლოგიის ექთანთა ასოციაციამ წევრი ექთნებისთვის პროგრამა ბათუმის სამედიცინო ცენტრიდან (BMC) დაიწყეს. სწორედ BMC-ია პირველი კლინიკა, რომლის ექთნებიც აღნიშნული ფორმატის პროგრამით მომზადდებიან. ჩვენი მხრივ, მადლობას ვუხდით BMC-ის მენეჯმენტს პროგრამისადმი გამოხატული ინტერესის და საექთნო პროფესიის განვითარების ხელშეწყობისათვის.

პროგრამის პირველი მოდული "ინფექციის კონტროლის საფუძვლები და საუკეთესო საექთნო პრაქტიკა" 10 საათიანია. ასევე 10 საათს მოიცავს მეორე მოდულიც "მედიკამენტოზური თერაპია და საუკეთესო საექთნო პრაქტიკა". 

აღნიშნული ფორმატით სასწავლო პროგრამის წარდგენა და განხორციელება ასევე იგეგმება ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში, ხოზრევანიძის კლინიკაში, ბაუსა და კლინიკა მედინაში. 

საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.

 

მსგავსი სიახლეები