ge en ru
  • ge
  • en
  • ru

გრძელდება მიღება კურსზე "სასტერილიზაციოს ექთნის მუშაობის სპეციფიკა"

24 ივლისი 2019

ქირურგიის ექთანთა ასოციაციაში კურსი "სასტერილიზაციოს ექთნის მუშაობის სპეციფიკა" კიდევ რამდენიმე ექთანმა გაიარა. 50 საათიანი (2 კრედიტი) კურსი ხათუნა წერედიანმა და რუსუდან კირვალიძემ წარმატებით დაასრულეს და მათ შესაბამისი სერთიფიკატებიც გადაეცათ.

აღნიშნულ კურსზე მსმენელთა მიღება ქირურგიის ექთანთა ასოციაციაში კვლავ გრძელდება.

პროგრამის მიზანია მოამზადოს სასტერილიზაციოს ექთანი, რომელიც შეძლებს ინფექციის კონტროლის სტანდარტების შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებაში დეკონტამინაცია, დეზინფექცია, სტერილიზაციის პროცესის მართვას (საექთნო პროცესის მართვა).

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კურსზე რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით ქირურგიის ექთანთა ასოციაციას ფეისბუქ გვერდზე ან ნომერზე 598 64 98 88

ქირურგიის ექთანთა ასოციაცია წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში!

მსგავსი სიახლეები