ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ია გელენიძე GNLI-ის პროგრამის მონაწილედ შეარჩიეს

30 ივნისი 2019

ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე ICN-ის გლობალური საექთნო ლიდერობის ინსტიტუტის 2019 წლის პროგრამის მონაწილედ შეარჩიეს. ეს გახლავთ ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ICN-ის სტრატეგიული ლიდერობის პროგრამა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ექთნებს ამზადებს და ხელს უწობს მათ მსოფლიო ლიდერებად ჩამოყალიბებას. პროგრამის მიზანი ჯანდაცვისა და საექთნო პროფესიის გლობალური პოლიტიკის გაუმჯობესებაა. აღნიშნულ პროგრამას ICN უკვე 10 წელია ახორციელებს და ია გელენიძე მისი პირველი მონაწილეა საქართველოდან.

სინგაპურში მიმდინარე ექთანთა საერთაშორისო კონგრესზე 2019 წლის პროგრამის მონაწილეთათვის სადღესასწაულო ცერემონია გაიმართა და მასზე თითოეული ქვეყნის მონაწილე ლიდერი ექთნები წარადგინეს. გლობალური საექთნო ლიდერობის პროგრამის მონაწილეებს აღნიშნული წარმატება მიულოცეს ICN-ის პრეზიდენტმა ანეტ კენედიმ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარდ კეტონმა.

მსგავსი სიახლეები