ge en ru
  • ge
  • en
  • ru

გერმანელი პროფესორის ანე კელნერის ვიზიტი საქართველოში

28 მარტი 2019

ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებამ გაცვლითი დისკუსიების ფარგლებში გერმანელ პროფესორს ანე კელნერს უმასპინძლა. ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ანე კელნერი საქართველოს თავის სტუდენტებთან ერთად ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს როგორც ექთანთა გაერთიანების წევრი ასოციაციების წარმომადგენლებთან, ასევე პროფესიული კოლეჯების (საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი, ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემია, პანაცეა) სტუდენტებთან. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია საექთნო პროფესიული განათლების ევოლუციის შესახებ გერმანიასა და საქართველოში, ასევე განიხილეს უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი პროექტები.

ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანების წარმომადგენლებმა გერმანელ სტუმრებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს, რომელთა მიზანიც ქართველი ექთნების უწყვეტი პროფესიული განვითარებაა.

მსგავსი სიახლეები