ექთანთა საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს "ექთანთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ია გელენიძე წარადგენს. ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ICN-ის მიერ ორგანიზებული კონგრესი სინგაპურში იმართება და მას 120-ზე მეტი ქვეყნის 5 000 წარმომადგენელი ესწრება. ეს გახლავთ მსოფლიოში ექთანთა ყველაზე დიდი საერთაშორისო ფორუმი.
ფორუმის მთავარი მიზანია იმსჯელოს იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება პაციენტის მოვლას, ლიდერობას, ჯანდაცვის სისტემებს, საექთნო განათლებასა და სწავლებას, საექთნო პროფესიის რეგულაციებს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის პრობლემები და ა.შ.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი მოხსენებები, დისკუსიები თუ შეხვედრები ხელს შეუწყობს, რომ ექთნებმა თავიანთი წვლილი შეიტანონ ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებაში ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე. გარდა ამისა, ესაა შესაძლებლობა ექთნებისთვის, რათა გააფართოონ საკუთარი პროფესიული კავშირები და გაავრცელონ საექთნო პრაქტიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ცოდნა და მიგნებები.
ია გელენიძე კონგრესის მიმდინარეობისას საქმიან შეხვედრებს გამართავს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან და სამომავლო თანამშრომლების გეგმებს დასახავს.
კონგრესის ოფიციალური გახსნის ცერემონია 27 ივნისს გაიმართა. ძირითადი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებები 28-29-30 ივნისს იმართება, ფორუმი 1 ივლისს დაიხურება.
კონგრესის მიმდინარეობისთვის თვალის დევნება ნებისმიერ მსურველს პირდაპირ ეთერში ICN-ის ოფიციალურ არხზე შეუძლია.