ექთანთა გაერთიანება და კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაცია აცხადებენ მიღებას მოკლევადიან კურსზე დასაქმების პერსპექტივით.
საგანმანათლებლო პროგრამა "კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა" 2 კრედიტიანია და 50 საათს მოიცავს. კურსის გავლის შემდეგ წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან თბილისის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია 5 წარმატებული კურსდამთავრებულის დასაქმება შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზე.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.
კურსზე რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 593 12 78 42