კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაცია აგრძელებს ტრენინგ კურსს "კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა".
ტრენინგი 2 კრედიტიანია და 50 საათს მოიცავს. კურსს კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციის განათლების პროგრამების კოორდინატორი, მაკა ივანაშვილი უძღვება.
აღნიშნულ კურსზე მსურველების მიღება კვლავ გრძელდება. კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.