ექთანთა გაერთიანება და მისი წევრი ასოციაციები განაგრძობენ საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში. გაერთიანების წევრები ამჟამად შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრნენ. შეხვედრები გორსა და ხაშურში, კლინიკა "გორმედში" გაიმართა.
"გორმედის" ექთნებთან ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და კოლეგებს საერთაშორისო პრაქტიკა გააცნო, ასევე განიხილა ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროცესები. კოლეგებს საკუთარი მიზნების და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციის, ნეონატოლოგიის ექთანთა ასოციაციის, ბებიაქალთა ასოციაციის და ქირურგიის ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.