ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ექთანთა გაერთიანებამ რეგიონებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები დაიწყო

17 მაისი 2019

ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებამ და წევრმა ასოციაციებმა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლინიკებში დაიწყეს. პირველი შეხვედრა 17 მაისს ქარელის ცენტრალურ კლინიკაში გაიმართა. 

კლინიკის ექთნებთან ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია გელენიძემ უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე, საექთნო პროფესიის  გამოწვევებსა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა საექთნო პროფესიული გაერთიანებების აქტივობების მნიშვნელობას პროფესიის განვითარებაში.

ქარელის ცენტრალური კლინიკის პერსონალს საკუთარი მიზნები და ხედვები გააცნეს კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციის და ნეონატოლოგიის ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.

მომდევნო შეხვედრები ექთანთა გაერთიანებას და წევრ ასოციაციებს ბათუმის, გორისა და ხაშურის კლინიკებში აქვთ დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები