უსაფრთხოების სტანდარტი და საუკეთესო საექთნო პრაქტიკის საფუძვლები - აღნიშნულ საკითხზე საგანმანათლებლო შეხვედრა ექთანთა გაერთიანებამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გამართა. შეხვედრა ექთნების საერთაშორისო დღესთან (12 მაისი) დაკავშირებული საექთნო კვირეულის ფარგლებში სასაჩუქრე პაკეტის ფორმატში ჩატარდა.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც ტარდება ყველა ტიპის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. თანამედროვე სტანდარტების დაცვით სასწრაფო სამედიცინო მიმღები (ემერჯენსი), რეანიმაცია, სტაციონარი, ამბულატორიული დეპარტამენტი მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით. კლინიკაში წარმოდგენილია: ნეიროქირურგიის, ლაპაროსკოპიის, ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ცენტრები.
ექთნებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას ექთანთა გაერთიანება და მისი წევრი ასოციაციების წარმომადგენლები კვლავ განაგრძობენ როგორც თბილისის, ასევე სხვადასხვა რეგიონის კლინიკებში.