ექთნების საერთაშორისო დღესთან (12 მაისი) დაკავშირებით ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებამ საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ("რესპუბლიკური").
შეხვედრაზე ექთანთა გაერთიანების და მისი წევრი ასოციაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში საექთნო პროფესიის უწყვეტი განვითარების გამოწვევები, მასთან დაკავშირებული სიახლეები და რეგულაციები, მოისმინეს ექთნების მოსაზრებები და უპასუხეს მათთვის საინტერესო კითხვებს.
კვირეულის ფარგლებში ექთანთა გაერთიანება კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს თბილისის სხვადასხვა კლინიკაში.