„ექთანთა გაერთიანება“ აგრძელებს მოკლევადიანი პროგრამების ჩატარებას რეგიონებში!
27-31 მარტს, „ექთანთა გაერთიანება“ ამჯერად მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტიის საავადმყოფო ამბულატორიულ გაერთიანებას ესტუმრა და განახორციელა მოკლევადიანი პროგრამები - „ბაზისური სიცოცხლის ალგორითმი -BLS“ და „ლურჯი კოდი“, ტრენინგების ფარაგლებში გადამზადდა 16 ადგილობრივი ექთანი. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა 3 (სამ) კალენდარულ დღეს და მონაწილეებმა მიიღეს 12 კრედიტ საათი.
აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურების სექტორში დასაქმებულ პროფესიონალებს.
შეგახსენებთ, რომ „ექთანთა გაერთიანება“ მოკლევადიან პროგრამებს ახორციელებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ტრენინგებზე ონლაინ რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:https://www.nof.ge/ka/programs/shortterm