ge en ru
  • ge
  • en
  • ru

საექთნო გლობალური კვლევის პროექტის ფარგლებში მთავარი მკველვარი და საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნდის ლიდერი, პროფესორი დუგლას ლონგი საქართველოშია!

12 მაისი 2024

პროფესორმა დუგლას ლონგმა  ავტორებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში  განახორციელა წიგნებზე  ხელმოწერები,  ექთანთა პირველი, საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიის შემდეგ,  რომელიც  ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანების, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისა“ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მასპინძლობით  ჩატარდა.

  პროფესორი დუგლას ლონგის  ავტორობით და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის  თანაავტორობით, 2021 წელს გამოქვეყნებული წიგნი - Nursing Scope of Practice,  რომელიც 2022 წელს გამოქვეყნდა ესპანურ ენაზეც.  მისი უახლესი ნაშრომი კი გახლავთ “საექთნო პრაქტიკა ევროპაში” (Nursing Scope of Practice in Europe (2024) რომელშიც  აღწერილია  9 (ცხრა)  ევროპული ქვეყნის საექთნო პრაქტიკის სფეროს სტანდარტები და გამოცდილება,  სადაც ერთი თავი მთლიანად  ეძღვნება საქართველოს საექთნო პროფესიას, აღწერს  საექთნო და მეანი ექთნის პრაქტიკის სტანდარტებს  და  გამოწვევებს. ერთ- ერთი  თანაავტორი  ამ  წიგნის  ცხრა ავტორთა შორის ია გელენიძე გახლავთ.  ვულოცავთ მას  და ქართველ  ექთნებს  ამ  უდიდეს მიღწევას და  წარმატებას!

  პროექტი კვლავ გრძელდება და  ამ ეტაპზე  უკვე წარმოდგენილია,  როგორც  საერთაშორისო საექთნო დამოუკიდებელი  ექსპერტთა გუნდით. საერთაშორისო ექსპერტთა გაერთიანება პროფესორი დუგლას ლონგის ხელმძღვანელობით მიზნად ისახავს გლობალური საექთნო საქმიანობის გაძლიერებას ტრანსფორმაციული ლიდერობისა და კრიტიკული აზროვნების გზით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად,  კვლავ აგრძელებს მუშაობას და 2025 წლიდან სტრატეგიული გეგმით განსაზღვრულია  ამიერკავკასიის რეგიონის შესწავლა, დარგობრივი პრაქტიკის სფეროს სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა.

შესაძენად გადადით ამაზონის ლინკზე:Nursing Scope of Practice in Europe - Kindle edition by Long, Douglas . Professional & Technical Kindle eBooks @ Amazon.com.

მსგავსი სიახლეები