ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ICN-ის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ვებინარზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლება COVID 19-თან ბრძოლაშ სამედიცინო პერსონალის დაცვის მხრივ არსებული სიტუაცია შეაფასეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს. ვებინარს საქართველოს სახელით ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე ესწრებოდა. ნაციონალური ორგანიზაციების ლიდერებმა, რომელთაც აქვთ ვირუსის გავრცელების შემთხვევების მაღალი მაჩვენებლები, წარმოადგინეს დარგის გამოცდილება.
საერთაშორისო ორგანიზაციების დარგის სპეციალისტთა მიერ მოწოდებული რეკომენდაციების, გამოცდილების საფუძველზე, ჩვენი გუნდის დარგის სპეციალისტთა მიერ შემუშავდა 10(ათი) ტოპ რეკომენდაცია:
ფუნქცია:
2. საექთნო სახელმწიფო სტრუქტურული ცენტრალური და რეგიონალური ერთეულების გაძლიერება (ჩვენს შემთხვევაში ალბათ ჩამოყალიბება , რადგან ქვეყანაში არ არსებობს საექთნო პროფესიის მართვის ცენტრალური სამთავრობო სტრუქტურა) (იტალია) , ფუნქცია:
3. სამედიცინო პერსონალი რომელიც მუშაობს COVID 19 - ით ინფიცირებულთათვის განკუთვნილ კლინიკებში , არ უნდა გადაადგილდებოდეს საზოგადოებაში და უნდა მოხდეს მათი თვით იზოლაცია ( პერსონალისათვის განკუთვნილი სასტუმროებში 14 დღე, რათა არ გაიპაროს რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევები);
4. ინფექციის კონტროლისათვის სჭირო პერსონალური დაცვის აღჭურვილობების უწყვეტი მომარაგება, ინფრასტრუქტურული /ლოგისტიკური მოწყობა უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისად;
5. პრიორიტეტულია რესურსების მიზნობრივი და რაციონალური გამოყენების პოლიტიკის შემუშავება და ქცევის კონტროლი , როგორც სამედიცინო პერსონალის ასევე საზოგადოების წევრების შემთხვევაში;
6. ინტენსიური სწავლება/ ინსტრუქტაჟი ფოკუსირებული კონკრეტულ პრაქტიკულ საქმიანობებზე - დისტანციური ონლაინ მეთოდების გამოყენებით და პრაქტიკული სწავლება - PPE გამოყენების წესი , სამედიცინო პერსონალისათვის არასამუშაო გარემოში(საკარანტინო ზონებში/სასტუმროებში , სადაც მორიგეობების შემდეგ 14 დღით იზოლაციაში იმყოფებიან), დროის ეფექტურად გამოყენება იმ ქვეყნებში სადაც ჯერ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ არის კრიტიკულ ზღვარზე;
7. რესურსების ( ადამიანური, მატერიალურ/ტექნიკური) სწორი, მიზნობრივი და რაციონალური გადანაწილება სამედიცინო და არასამედიცინო სექტორებში;
8. პერსონალური დაცვის საშუალებების ადექვატური რაოდენობების უზრუნველყოფა აუცილებელია სხვა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებებშიც, ჩვენი კოლეგებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა უსაფრთხოებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის სწრაფი გავრცელება მოხდება იმ სავადმყოფოებიდან , რომლებიც არ არის განკუთვნილი COVID 19 - ით ინფიცირებულთა მისაღებად და შესაბამისად ნაკლები ყურადღება ექცევა რესურსების მარაგებისა და სამუშაო პროცესის კონტროლს;
9. რეკომენდაციების სწორი შესრულების კონტროლი/ადმინისტრაციული მართვის სისტემის დანერგვა (მობილური საკოორდინაციო ჯგუფების მომზადება) - საკარანტინო ზონებში და კლინიკებში;
10. საექთნო პერსონალს (ყველა სამედიცინო პერსონალს)ჩაუტარდეთ ტესტირება ვირუსზე; ( იტალია, ჩინეთი, კორეა, ესპანეთი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია; შვეიცარია, საერთაშორისო საექთნო საბჭო).
ჩვენი მთავარი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ იტალიის სცენარების განვითარების რისკები და მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ სტრატეგიული გეგმის შემუშავება /განხორციელება საექთნო პერსონალის მობილიზებისა და მომზადების მიმართულებით.
ბოლო მონაცემებით, ჯანდაცვის მუშაკები იტალიის COVID-19 შემთხვევების 9% -ს შეადგენენ, მათ შორის არიან ექთნებიც.
აღარ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც ახალი არ არის და საჭიროებს საექთნო პროფესიის განვითარების მიმართულებით რიგი რეფორმების გატარებას; ახლა ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა კოლეგების უსაფრთხოების დასაცავად, რადგან ინფექციების მაღალი დონე ექთნებსა და ჯანდაცვის სხვა პერსონალს შორის არის სერიოზული შეშფოთების მიზეზი, იქიდან გამომდინარე რომ, ინფიცირებული მუშაკები უნდა დარჩნენ იზოლაციაში არანაკლებ 14 დღის განმავლობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს პერსონალის ისედაც მცირე რაოდენობებს.
ამ ვირუსით ”საქართველო არის ომში ჩართული". კლინიკები ჯერ არ არის გადატვირთული თუმცა სავარაუდო შედეგების პროგნოზირება უკვე შეგვიძლია, ამაზე ჩვენი სტატისტიკაც და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც მიუთითებს; კლინიკებში შექმნილია საექთნო და დასუფთავების სამსახურის პერსონალის დეფიციტი. ეს პრობლემა გამოიწვია რამოდენიმე ფაქტორმა:
საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი განიხილება და წარმოდგენილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. მიადევნეთ თვალყური ჩვენს სიახლეებს, იაქტიურეთ და ერთად შევცვალოთ უკეთესობისკენ ის, რაც არ მოგვწონს, ის, რაც აზარალებს ჩვენს პროფესიას და ეწინააღმდეგება ჩვენს პროფესიულ ღირებულებებს. ჩვენ ერთად ვქმნით მომავლის ექთანს საქართველოში!
ვებინარის და რეკომენდაციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ