GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU

მოხალისეების რეგისტრაცია COVID-19-ის გართულებების თავიდან ასაცილებლად

18 მარტი 2020

ექთანთა გაერთიანება, დარგობრივი აქტივობის ფარგლებში, იწყებს მოხალისეების რეგისტრაციას COVID 19 –ის გავრცელებისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

ჩვენი მიზანია ქვეყანაში შექმნილი მდგომერეობის შესაბამისად მაქსიმალურად უზრუნველვყოთ დარგის ეფექტური ჩართულობა,  COVID 19-ის გავრცელებისა და გართულებების თავიდან აცილების ღონისძიებების ეტაპზე, ასევე  მოვახდინოთ ეფექტური კოლაბორაცია სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

თითოეული მოხალისე გაივლის მომზადებას და ინსტრუქტაჟს (როგორც დისტანციურად, ასევე უშუალოდ ობიექტზე) მხარდაჭერის ფარგლებში ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური სექტორების სპეციფიკის გათვალისწინებით და მობილური ჯგუფების აქტივობის ფარგლებში მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებით.

რეგისტრაცია შეუძლია დარგის ყველა მიმართულებას: სტუდენტები, დარგის აქტიური, დასაქმებული წარმომადგენლები...

სამედიცინო დაწესებულების ექთნების, დამხმარე პერსონალის  უწყვეტი პრაქტიკული ინსტრუქტაჟი უსაფრთხო მუშაობის პროცესის კონტროლი და მხარდაჭერა ჩვენი მთავარი დარგობრივი პრიორიტეტია, შესაბამისად, პროფესიული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის წინ წამოწევის მიმართულებით გადასადგმელია სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორების მხარდაჭერას, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ გავრცელებისა და გართულებების  რისკების შემცირება, ამით კი თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალური სექტორის  კოლაფსი; ამასთან მნიშვნელოვანია, თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სარეზერვო რესურსების მობილიზების სტრატეგიული გეგმის შემუშავება - ლოჯისტიკური კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით;

მნიშვნელოვანია გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება დანერგვა/ შესრულების კონტროლი;

ესაა შანსი, შეიტანო წვლილი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაში, მიიღო პროფესიული გამოცდილება და დასაქმდე პარტნიორ კლინიკებᲨი!

გამოიჩინე კეთილი ნება, დაეხმარო ადამიანებს! მიიღე მონაწილეობა საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაში! აღასრულე შენი მოქალაქეობრივი ვალი! გახდი მოხალისე!

მოხალისეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა ბმულზე http://bit.ly/volunteersRegistration  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე info@nof.ge 

ან  ნომერზე 571 16 23 69

მსგავსი სიახლეები