ძვირფასო კოლეგებო, ექთანთა გაერთიანება გილოცავთ 2020 წლის დადგომას!
2020 წელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულია ექთნებისა და ბებიაქალების საერთაშორისო წლად, რადგან სწორედ ექთნები და ბებიაქალები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს დაავადებათა პროფილაქტიკისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში.
ამიტომაც ექთანთა გაერთიანება და მისი წევრი ასოციაციები 2020 წელს გაორმაგებული ძალებით გააგრძელებენ 2019-ში დაწყებულ საქმიანობას, დაგეგმავენ და განახორციელებენ ახალ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ექთანთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, საექთნო პროფესიის პოპულარიზაციას და პროფესიული რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას. ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი მზად ვართ ვითანამშრომლოთ როგორც ადგილობრივ სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური მიზნები და ღირებულებები!
და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის მთავარი მოტივატორი უპირველეს ყოვლისა, სწორედ თქვენი, ექთნებისა და ბებიაქალების თანადგომა და მხარდაჭერაა!
გისურვებთ ულევ წარმატებას პროფესიულ საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებაში!