ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ლიდერობა-მენეჯმენტის პროგრამა "ნიუ ჰოსპიტალსის" ექთნებმა წარმატებით დაასრულეს

14 დეკემბერი 2019

ექთანთა გაერთიანება აგრძელებს შესარჩევ სასერტიფიკატო პროგრამას „საექთნო ლიდერობა და მენეჯმენტი“, გლობალური საექთნო მართვის სისტემაში საქართველოს დარგობრივ სპეციალისტთა ჩართვის მიზნით. პროექტი ითვალისწინებს 20 ლიდერი ექთნის შერჩევა-მომზადებას ექთანთა საერთაშორისო საბჭოს GNLI (Global Nursing Leadership Institute)- ის პროგარამისათვის. ამჯერად, შესარჩევი პროგრამის პირველი ეტაპი პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში პარტნიორ კლინიკასთან თანამშრომლობის საფუძველზე, წარმატებით დაასრულეს PSP NEW HOSPITAL -ის ლიდერმა ექთნებმა.

პროგრამის დასრულების აღსანიშნავ ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს: ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა და პროგრამის დირექტორმა - ია გელენიძემ, კლინიკის სამედიცინო დირექტორმა - გიორგი კორძახიამ და კლინიკის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ ბურდულმა. ექთანთა გაერთიანება და კლინიკის ადმინისტრაცია კურსდამთავრებულებს ულოცავს წინ გადადგმულ ნაბიჯებს და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ განვითარებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ განუსაზღვრელად დიდია ექთნის როლი ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის, შესაბამისად ვთვლით, რომ სწორედ ამ დარგის განვითარება წარმოადგენს ფუნდამენტს ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. ამგვარად, ჰოსპიტალური სექტორის ჩართვა და სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა საექთნო პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, უზრუნველყოფს უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდებას და ამ მხრივ ეფექტურ/ხარისხიან ჯანდაცვას.

მსგავსი სიახლეები