გრძელდება ექთნების მომზადება უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციის და ქირურგიის ექთანთა ასოციაციის წევრებთან.
პირველი მოდული ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ, როგორც მოწვეულმა პედაგოგმა დაიწყო.
წევრების გადამზადების პროგრამები ფოკუსირებულია საექთნო პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებზე, შედეგების ანალიზი გამოქვეყნდება და საჯარო გახდება მომდევნო წლის დასაწყისში, სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების ეტაპების შესაბამისად.