ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ია გელენიძე - GNLI-ის პირველი კურსდამთავრებული საქართველოდან

22 სექტემბერი 2019

ია გელენიძე ექთანთა საერთაშორისო საბჭოს გლობალური საექთნო ლიდერობის პროგრამის GNLI-ის პირველი კურსდამთავრებულია საქართველოდან!

პროგრამის სასწავლო მოდული 14-20 სექტემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში მიმდინარეობდა. მასში 24 ქვეყნის 28 ლიდერი ექთანი მონაწილეობდა. 

ია გელენიძეს პროგრამის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ICN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარდ კეტონმა და ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ გადასცეს.

ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო და ქართველი ექთნები წარსდგნენ მსოფლიო დონეზე და საქართველო უერთდება იმ საერთაშორისო პროექტებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები ახორციელებენ საექთნო პროფესიის განვითარების მიზნით. 

პროგრამის მიმდინარეობისას შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO-ის სათაო ოფისშიც, სადაც ლიდერ ექთნებს ორგანიზაციის მთავარი გზავნილები და გეგმები გააცნეს. 

ექთანთა გაერთიანება იზიარებს WHO-ს მთავარ გზავნილს იმის შესახებ, რომ ჯანდაცვა პოლიტიკური არჩევანი და პრიორიტეტია, ექთანი კი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით. უნივერსალური ჯანდავის მიღწევა მხოლოდ საუკეთესო საექთნო პრაქტიკით მიიღწევა, რასაც მაღალი კომპეტენციების მქონე გლობალურად მოაზროვნე ლიდერი ექთნები სჭირდება.

საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრია, თუმცა საექთნო პროფესიის მიმართულებით გლობალური ლიდერი აქამდე არ ყოფილა წარმოდგენილი.

აღნიშნულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჭიროა ლიდერების მომზადება, რომელთაც შეეძლებათ გლობალურად ფიქრი და ექნებათ მოქმედების უნარები ლოკალურად ნაციონალურ დონეზე, პროფესიის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები