ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ია გელენიძის შეხვედრები ICN-სა და WHO-ს წარმომადგენლებთან

29 ივნისი 2019

სინგაპურში მიმდინარე ექთანთა საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ია გელენიძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. კონგრესის პირველ დღეს საქმიანი შეხვედრები შედგა ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ICN-ისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

კონგრესის პირველ დღეს შეხვედრა შედგა ICN-ის დირექტორთა საბჭოს წევრთან, დოქტორ ბრიჯიტ სკელა-სავიჩთან და ICN-ის პროგრამებისა და პროექტების მენეჯერთან, კლერ მედთან. შეხვედრებისას ია გელენიძემ განიხილა ექთანთა გაერთიანების და მისი წევრი ასოციაციების განვითარების სტრატეგიები და ICN-თან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შეხვედრა კონგრესის ერთ-ერთ სპიკერთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარ საექთნო ოფიცერთან, ელიზაბეთ აიროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საექთნო-სამეანო მიმართულების ტექნიკურ ოფიცერთან, პროფესორ კერი მაკართისთან. შეხვედრას ია გელენიძე პროფესორ დაგლას ლონგთან ერთად საერთაშორისო კვლევის (საექთნო პროფესიის ევოლუცია და რეგულაციები მსოფლიოში) თანაავტორის რანგში დაესწრო. მხარეებმა საექთნო პროფესიასთან დაკავშირებული რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი განიხილეს:

  1. საექთნო რეგულაციები საქართველოში - დღევანდელი მდგომარეობა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საჭიროებები რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის ფარგლებში;
  2. უწყვეტი განათლებისა და აკრედიტაციის სისტემის შექმნის პრაქტიკა მსოფლიოში და მხარდაჭერის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობა;
  3. პროფესიული სტანდარტების, გაიდლაინებისა და პროტოკოლების ნაციონალურ დონეზე შემუშავება, ადაპტირება და დანერგვის ხელშეწყობა;
  4. სპეციალისტების მომზადება: პროფესიული მასწავლებლები, მენეჯერი ექთნები;

მხარდაჭერის მიმართულებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა დისკუსიის ფორმატში. 

ია გელენიძე ექთანთა უდიდესი ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს კიდევ რამდენიმე დღე გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები