ექთნების საერთაშორისო დღესთან (12 მაისი) დაკავშირებული საექთნო კვირეულის ფარგლებში ექთანთა გაერთიანება გაგუას კლინიკის ლიდერ ექთნებს შეხვდა. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები ექთანთა გაერთიანების სასაჩუქრე საგანმანათლებლო პროცესის შემადგენელი ნაწილია.
გაგუას კლინიკა საქართველოში პირველი კერძო სამშობიარო კლინიკაა, რომელიც აერთიანებს ამბულატორიას, სამშობიაროს, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის, პედიატრიის, გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის განყოფილებას.
შეხვედრაზე ექთანთა გაერთიანების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში საექთნო პროფესიის უწყვეტი განვითარების გამოწვევები, პროფესიასთან დაკავშირებული სიახლეები და რეგულაციები, მოისმინეს ექთნების მოსაზრებები და უპასუხეს მათთვის საინტერესო კითხვებს.
საექთნო კვირეულის ფარგლებში ექთანთა გაერთიანება და მისი წევრი ასოციაციები სხვადასხვა კლინიკაში საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს კვლავ განაგრძობენ.