ge en ru
  • ge
  • en
  • ru

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პრეჰოსპიტალურ/ჰოსპიტალურ ეტაპზე

200 სთ

ხელმძღვანელი:

ია გელენიძე

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის მოცულობა:

200 საათი- 8 კრედიტი, 80 საათი თეორიული სწავლება + 120 საათი პრაქტიკა კლინიკაში შესაბამისი პროფილის განყოფილებაში

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  

მე -5 საფეხურის დიპლომირებული ექთანი

პროგრამის ღირებულება:

1000 ლარი (პირველადი რეგიტრაცია თანხის 50% დარჩენილი თანხის დაფარვა მოხდება კურსის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე)

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

  • ლექცია-სემინარები
  • გუნდური მუშაობა 
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება 
  • დემონსტირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • დებატები
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
    პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები 
  • როლური თამაში
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სიტუაციური ამოცანები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • კლინიკური პრაქტიკა სამედიცინო დაწესებულებებში

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია  ექთნების მომზადება, რომლებსაც  შეეძლებათ პრეჰოსპიტალურ და ინტრაჰოსპიტალურ დოენზე შემთხვევის ადგილის რისკების: შეფასება, უსაფრთხო მოქმედებების არეალის განსაზღვრა,   პირველადი დახმარება და  ტრავმების დროს პრეჰოსპიტალურ / ჰოსპიტალურ დონეზე პაციენტთა საექთნო მართვა, საველე და ჰოსპიტალურ დონეზე, მასობრივი შემთხვევის დროს დაზარალებულთა/პაციენტთა ტრიაჟი

სწავლის შედეგი

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

  • გარემოს უსაფრთხოების პრინციპები და რისკების იდენტიფიცირება;
  • საექთნო მანიპულაციების დროს კომუნიკაცია პაციენტთან და პერსონალთან;
  • საექთნო მანიპულაციის დროს პაციენტის სოციალური, კულტურული, ეთიკური  და ფსიქოლოგიური ასპექტები;
  • განხორციელებული საექთნო პროცესისა და ჩატარებული მანიპულაციის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია;
  • საექთნო მანიპულაციების დროს ჰიგიენისა და ნარჩენების მართვის წესები
  • კინემატიკის საფუძვლები;
  • დაზიანების მექანიზმები;
  • ტრავმის პათოფიზიოლოგია;
  • გეგმა და მოქმედება პირველადი დახმარების გაწევის მიზნით;
  • საექთნო ინტერვენციებისათვის საჭირო დამხმარე ინსტრუმენტები;
  • საექთნო პროცესი: ტრავმების მართვა პირველადი, გადაუდებელი დახმარებისას პრეჰოსპიტალურ და ჰოსპიტალურ დონეზე
  • საექთნო ქმედებები და მანიპულაციები
  • სახარჯი მასალა და აპარატურა;
  • პირველადი დახმარება სხვადასხვა დარღვევების დროს;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება;
  • მეთვალყურეობის გარეშე საექთნო პროცესის პირველადი გადაუდებელი დახმარება პრეჰოსპიტალურ დონეზე (ტრავმა)
  • მეთვალყურეობის გარეშე საექთნო ქმედებები და მანიპულაციების ჩატარების ტექნიკა
  • მეთვალყურეობის გარეშე სახარჯი მასალის და აპარატურის გამოყენების ცოდნა;
  • პაციენტის დაზიანებიდან გამომდინარე საველე ტრიაჟის პრინციპები;
  • ჰოსპიტალური ტრიაჟის პრინციპები;
  • მეთვალყურეობის გარეშე ტრიაჟის კითხვარზე დაყრდნობით ანამნეზის შეკრება;
  • მეთვალყურეობის გარეშე დაზიანების იდენტიფიცირება, საექთნო პროცესის წარმართვა და საველე ტრიაჟის პირობების დაცვით პაციენტის ტრანსპორტირება;
  • ტრიაჟის კატეგორიის მინიჭება ჰოსპიტალურ დონეზე

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები:

  1. კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  2. შესაბამისი კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების თანახმად პროფესიული საქმიანობის წარმოების უნარი;
  3. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  4. ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
  5. კრიზისულ სიტუაციებში დროული და ადექვატური ქმედების უნარი;
  6. ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
  7. ინფორმაციის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  8. დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოების უნარი;
  9. გუნდური მუშაობის უნარი;
  10. უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის უნარი;
  11. პაციენტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი;
  12. პრეჰოსპიტალურ და ჰოსპიტალურ დონეზე შემთხვევის ადგილის რისკებისა და უსაფრთხო მოქმედების არეალის განსაზღვრის უნარი
  13. პრეჰოსპიტალურ დონეზე პირველადი დახმარების აღმოჩენის უნარი
  14. საველე/ჰოსპიტალურ დონეზე, მასობრივი, შემთხვევების დროს დაზარალებულთა/ პაციენტთა ტრიაჟის უნარი საველე/ჰოსპიტალურ დონეზე პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის უნარი.

არჩევითიPDF რეგისტრაცია