ge en ru
  • ge
  • en
  • ru

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტის საექთნო მართვა

200 სთ

ხელმძღვანელი:

ია გელენიძე

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის მოცულობა:

200 საათი - 8 კრედიტი. 80 საათი თეორიული სწავლება + 120 საათი პრაქტიკა კლინიკაში ნეონატოლოგიის განყოფილებაში

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  

მე -5 საფეხურის დიპლომირებული ექთანი.

პროგრამის ღირებულება:

800 ლარი (პირველადი რეგიტრაცია თანხის 50% დარჩენილი თანხის დაფარვა მოხდება კურსის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე)

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

  • ლექცია-სემინარები
  • გუნდური მუშაობა 
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება 
  • დემონსტირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • დებატები
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები 
  • როლური თამაში
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სიტუაციური ამოცანები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • კლინიკური პრაქტიკა სამედიცინო დაწესებულებებში

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ექთნების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დიაგნოზის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვას, (პრეოპერაციული, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული)  ჰემოდინამიკურ მონიტორინგს. პროგრამის დასრულების შემდეგ ექთანს ექნება ცოდნა: კარდიოვასკულარული, პულმონალური, ნევროლოგიური, გასტროინტესტინალური, შარდგამომყოფი სისტემის, საფარი (კანის) სისტემის პათოლოგიური,  დაავადების პაციენტის  რეანიმაციაში მოხვედრის და გაწერის დროს  ,  ინტრა და ინტერ ჰოსპიტალური გადაყვანები და დოკუმენტირება, საჭირო საექთნო პროცესის მართვა. პროგრამის მიზანია,  ექთნის მომზადება, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს განყოფილებებისათვის საჭირო საექთნო პროცედურებსა და  მანიპულაციებს სპეციფიკის მიხედვით

სწავლის შედეგი

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

  • ჰემოდინამიკური მონიტორინგის სისტემები არტერიული და ცენტრალური ვენური წნევისთვის;
  • გულის წუთმოცულობის შეფასება და მოცულობა;
  • ჰემოდინამიკური მონიტორინგის დროს წარმოქმნილი პრობლემები, მათი იდენტიფიცირება და გამოსწორება;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების მართვა, რომელთაც აქვთ კარდიოვასკულარული დაავადებები;
  • საექთნო პროცესის თანმიმდევრობა და მისი კომპონენტები დაავადებების სპეციფიკის მიხედვით;
  • საექთნო ქმედებების ჩამონათვალი და მათი მნიშვნელობა პაციენტის მკურნალობის დროს სპეციფიკის მიხედვით;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა, რომელთაც აქვთ პულმონარული დაავადებები;
  • გამოსაყენებელი ფარმაკოლოგიური საშუალებები; დოზირება, კალკულაცია
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა, რომელთაც აქვთ ნევროლოგიური დაავადების სიმპტომები;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა, რომელთაც აქვთ გასტროინტესტინალური დაავადებები;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა,  რომელთაც აქვთ შარდგამომყოფი სისტემის  დაავადებები;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა, რომელთაც აქვთ საფარი სისტემის პათოლოგია;
  • ინტენსიური თერაპიის პალატაში მოხვედრისას საექთნო შეფასების  კრიტერიუმები  და საექთნო ინტერვენციები;
  • პოსტოპერაციულ პერიოდში ნეონატალური პაციენტის მოვლისათვის საჭირო მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის შერჩევა;
  • ნეონატალური პაციენტის პოსტოპერაციული მოვლის ეტაპზე შექმნილი გართულებების სპეციფიკასა და ქმდებების თანმიმდევრობას;

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები:                                        

  • საექთნო პროცედურები კრიტიკული მოვლის დეპარტამენტებში;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების საექთნო პროცესის მართვის უნარი;
  • საექთნო პროცედურებისათვის საჭირო რესურსების მობილიზების უნარი;
  • საექთნო პროტოკოლებითა და გაიდლაინებით მუშაობის უნარი;
  • მონაცემთა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი (ექთნის ჩარევების კატეგორიების მიხედვით);
  • ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
  • სამუშაო პროცესის კოორდინირების (გუნდში მუშაობის) უნარი;
  • სამუშაო პროცესის კონტროლის უნარი;
  • კრიზისულ სიტუაციაში დროული და ადექვატური ქმედების უნარი (გადაუდებელი დახმარების დროს);

არჩევითიPDF რეგისტრაცია