ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ჯანდაცვის მენეჯმენტი - კლინიკის ხელმძღვანელი ექთანი

150 სთ

ხელმძღვანელი:                                           ია გელენიძე

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის მოცულობა:

150 საათი- 6 კრედიტი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:      

პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი

პროგრამის ღირებულება:

1500 ლარი (პირველადი რეგისტრაციის თანხა 50% დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს კურსის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე)


სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
  • ვიზუალური ლექციები
  • დემონსტირების მეთოდი
  • დისკუსიები
  • დებატები
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • როლური თამაში
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სიტუაციური ამოცანები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)

პროგრამის მიზანი:

ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა დონეები, ჯანმრთელობის დაზღვევა) ხელმძღვანელი ექთნების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას მისი მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის ზრდის განხორციელებას. შეძლებს ორგანიზაციაზე გარემო ფაქტორების ცვლილებების შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას, საზოგადოებასა და არასპეციალისტთა დაინტერესებულ წრეებთან ეფექტურ კომუნიკაციას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციის მქონე მენეჯერი ექთნების მომზადებით. ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით პროგრამა კურსდამთავრებულებს გამოუმუშავებს საექთნო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირების, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარს.

სწავლის შედეგი:

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს :

  • ორგანიზაციის მართვის მოდელის თავისებურებები;
  •  მენეჯმენტის ცნებები, თვითმენეჯმენტი, ჯ/დ მენეჯმენტის თავისებურებები;
  •  ჯანდაცვის დონეები (პირველადი ჯანდაცვა, მეორეული ჯანდაცვა, მესამეული ჯანდაცვა) მათი მიზნები და ფუნქციები;
  • ჯანდაცვის ობიექტებში გამოყენებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ფორმები და ტიპები;
  • საქართველოს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ბრძანებები, დებულებები, ნორმატიულ აქტები კომპეტენციის ფარგლებში;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობა, ფინანსური მენეჯმენტის თავისებურებები ჯანდაცვის ორგანიზაციებში;
  •  გროსმანის მოდელი;
  • საქართველოში არსებულ სახელმწიფო ორგანიზაციები;
  • მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი და მისია;
  •  გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა;
  •  გზა უნივერსალური ჯანდაცვისაკენ;
  • მენეჯმენტის კლასიკური მიდგომები;
  •  ჯანდაცვის სისტემაში მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა;
  • მართვის პროცესი;
  • ორგანიზაცია და გარემო;
  • მენეჯმენტში დაგეგმვის უნივერსალური ფუნქციები, სტრატეგიული დაგეგმვა;
  • ორგანიზაციის ადამიანური რესურსებით უზურნველყოფა (ადამიანური რესურსების დაგეგმვა, შეფასება, დაქირავება, განთავისუფლბა, შრომითი ურთიერთობების მართვა);
  • პროფესიული ჯანმრთელობა;
  •  გუნდის ტიპები და მისი ფორმირების ეტაპები
  • როლების განაწილება გუნდში;
  • ჯანდაცვის რესურსების გენერირება;
  • ლიდერობის თეორიები, სახეები და მათი თავისებურებები ჯანდაცვაში;
  •  სამედიცინო დაწესებულების სახეები;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების კონცეფცია და მისი გამოყენება ჯანდაცვაში;
  • კომუნიკაციები მენეჯმენტის სისტემაში;
  • პრეზენტაციიის პრაქტიკული უნარები;
  •  პროფესიული სტანდარტი და ეროვნული რეგულაციები;
  • საექთნო საგანამანთელბლო სისტემა;
  •  ჯანსაღი ცხოვრების წესი და პრევენციის გზები;
  • საექთნო საქმიანობის პრაქტიკის სტანდარტი და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა;
  •  დიპლომის შემდგომი - უწყვეტი განათლება სისტემა საექთნო პროფესიაში;
  • პრაქტიკული სწავლების სტანდარტი;
  • კლინიკური აუდიტი;
  •  ფინანასური აუდიტი;
  •  ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში;
  •  საკანონმდებლო რეგულაციები სამედიცინო დაწესებულების მართვაში;
  •  უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი სამედიცინო დაწესებულებაში;
  • პროექტის ფინანსური მოდელირება.

 

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ–ჩვევები:

  • კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  • შესაბამისი კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების თანახმად პროფესიული საქმიანობის წარმოების უნარი;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
  • კრიზისულ სიტუაციებში დროული და ადექვატური ქმედების უნარი;
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული სრულყოფისადმი ლტოლვის უნარი;
  • მართვის და ლიდერობის უნარი;
  • პაციენტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  •  სამედიცინო დაწესებულებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ხარისხის და ეფექტურობის შეფასების უნარი;
  • ორგანიზაციაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ანალიზის გზით ორგანიზაციული მდგრადობისა და წარმატების მიღწევისსტრატეგიების შემუშავების უნარი;
  • ჯანდაცვის სფეროში მენეჯერული საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარი;
  • საექთნო საქმიანობაზე ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის გავლენის განსაზღვრის უნარი.

არჩევითიPDF რეგისტრაცია