ge en ru
  • ge
  • en
  • ru

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზრდილი პაციენტის საექთნო მართვა

200 სთ

ხელმძღვანელი:

ია გელენიძე

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის მოცულობა:

8 კრედიტი (200 საათი)

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:      

პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი

პროგრამის ღირებულება: 

1000 ლარი (პირველადი რეგიტრაცია თანხის 50% დარჩენილი თანხის დაფარვა მოხდება კურსის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე)

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/ აქტივობები:

  • ლექცია-სემინარები
  • გუნდური მუშაობა
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება 
  • ვიზუალური ლექციები 
  • დისკუსიები 
  • დებატები 
  •  ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი 
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა 
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები 
  •  როლური თამაში 
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება 
  •  სიტუაციური ამოცანები 
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) 

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ექთნების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დიაგნოზის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების საექთნო მართვას, რეანიმაციისა და ანესთეზიის განყოფილებებისათვის  ექთნის მომზადება, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს განყოფილებებისათვის საჭირო საექთნო პროცედურებსა და  მანიპულაციებს სპეციფიკის მიხედვით

სწავლის შედეგი

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

  • საექთნო პროცედურები და მანიპულაციები სპეციფიკის მიხედვით.
  • ჰემოდინამიკური მონიტორინგის სისტემები არტერიული და ცენტრალური ვენური წნევისთვის;
  • გულის წუთმოცულობის შეფასება და მოცულობა;
  • ჰემოდინამიკური მონიტორინგის დროს წარმოქმნილი პრობლემები, მათი იდენტიფიცირება და გამოსწორება;
  • ტრავმული დაზიანებებით პაციენტის საექთნო მართვა
  • კარდიოვასკულარული დაავადებები;
  • საექთნო პროცესის თანმიმდევრობა და მისი კომპონენტები დაავადებების სპეციფიკის მიხედვით;
  • საექთნო ქმედებების ჩამონათვალი და მათი მნიშვნელობა პაციენტის მკურნალობის დროს სპეციფიკის მიხედვით.
  • პულმონარული დაავადებები;
  • ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური ტესტები ;
  • გამოსაყენებელი ფარმაკოლოგიური საშუალებები.
  • ვაზოპრესორების გამოყენების წესი, დოზირება და კალკულაცია;
  • ნევროლოგიური ჩივილები;
  • გასტროინტესტინალური დაავადებები;
  • შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები;
  • საფარი სისტემის პათოლოგია;
  • ინტენსიური თერაპიის პალატაში მოხვედრისას საექთნო შეფასების;  კრიტერიუმები  და საექთნო ინტერვენციები;
  • პაციენტის მომზადება ტრანსპორტირებისთვის;
  • ინფექციის კონტროლი საფუძვლები;
  • ინტენსიურ თერაპიაში არსებული დოკუმენტაცია და მათ შევსების წესი;
  • ანესთეზიის ტიპები და ანესთეზის დროს საჭირო ქმედებების  დაგეგმვა;
  • ოპერაციის დროს გამოსაყენებელი ანესთეზიის ტიპი, მედიკამენტები და სახარჯი მასალის უზრუნველყოფა
  • პრეოპერაციული, პერიოპერაციული და პოსტოპერაციული ანესთეზიისთვის საჭირო ქმედებები
  • ანესთეზიის დროს საოპერაციოში არსებული და გამოყენებული აპარატურა
  • ანასთეზიის დროს განვითარებული გართულებების საექთნო მართვა

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები:

  • საექთნო პროცედურები კრიტიკული მოვლის დეპარტამენტებში;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების საექთნო პროცესის მართვის უნარი: ტრავმული დაზიანებების, დაავადებების სიმძიმის მიხედვით;
  • საიზოლაციო შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უნარი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის რეგულაციების შესაბამისად;
  • საექთნო პროცედურებისათვის საჭირო რესურსების მობილიზების უნარი;
  • საექთნო პროტოკოლებითა და გაიდლაინებით მუშაობის უნარი;
  • მონაცემთა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი (ექთნის ჩარევების კატეგორიების მიხედვით);
  • ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
  • სამუშაო პროცესის კოორდინირების (გუნდში მუშაობის) უნარი;
  • სამუშაო პროცესის კონტროლის უნარი;
  • კრიზისულ სიტუაციაში დროული და ადექვატური ქმედების უნარი (გადაუდებელი დახმარების დროს);
  • პრეოპერაციული, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული საექთნო პროცესის მართვის უნარი;
  • პრეოპერაციულად, ინტრაოპერაციულად და პოსტოპერაციულად ანასთეზიის დროს განვითარებული გართულებების (გადაუდებელი ღონისძიებები)  საექთნო მართვის უნარი

არჩევითიPDF რეგისტრაცია