ge en ru
  • ge
  • en
  • ru

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტის საექთნო მართვა

50 სთ

ხელმძღვანელი:

ნონა მხითარიანი

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის მოცულობა:

2 (50 საათი)

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:     

პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი  

პროგრამის ღირებულება:   

400 ლარი (რეგისტრაციის პირველადი შენატანი ღირებულების 50%, დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებამდე 10 კალენდარული დღით ადრე.)

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/ აქტივობები:

  • ლექცია-სემინარები
  • გუნდური მუშაობა
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება 
  • ვიზუალური ლექციები 
  • დისკუსიები 
  • დებატები 
  •  ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი 
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა 
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები 
  •  როლური თამაში 
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება 
  •  სიტუაციური ამოცანები 
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) 

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ექთნების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დიაგნოზის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვას, (პრეოპერაციული, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული)  ჰემოდინამიკურ მონიტორინგს. პროგრამის დასრულების შემდეგ ექთანს ექნება ცოდნა: კარდიოვასკულარული, პულმონალური, ნევროლოგიური, გასტროინტესტინალური, შარდგამომყოფი სისტემის, საფარი (კანის) სისტემის პათოლოგიური,  დაავადების პაციენტის  რეანიმაციაში მოხვედრის და გაწერის დროს  ,  ინტრა და ინტერ ჰოსპიტალური გადაყვანები და დოკუმენტირება, საჭირო საექთნო პროცესის მართვა. პროგრამის მიზანია,  ექთნის მომზადება, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს განყოფილებებისათვის საჭირო საექთნო პროცედურებსა და  მანიპულაციებს სპეციფიკის მიხედვით.

სწავლის შედეგი:

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

  • ჰემოდინამიკური მონიტორინგის სისტემები არტერიული და ცენტრალური ვენური წნევისთვის;
  • გულის წუთმოცულობის შეფასება და მოცულობა;
  • ჰემოდინამიკური მონიტორინგის დროს წარმოქმნილი პრობლემები, მათი იდენტიფიცირება და გამოსწორება;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების მართვა, რომელთაც აქვთ კარდიოვასკულარული დაავადებები;
  • საექთნო პროცესის თანმიმდევრობა და მისი კომპონენტები დაავადებების სპეციფიკის მიხედვით;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა, რომელთაც აქვთ პულმონარული დაავადებები;
  • გამოსაყენებელი ფარმაკოლოგიური საშუალებები; დოზირება, კალკულაცია
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა, რომელთაც აქვთ ნევროლოგიური დაავადების სიმპტომები;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა, რომელთაც აქვთ გასტროინტესტინალური დაავადებები;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა,  რომელთაც აქვთ შარდგამომყოფი სისტემის  დაავადებები;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატალური პაციენტების საექთნო მართვა, რომელთაც აქვთ საფარი სისტემის პათოლოგია;
  • ინტენსიური თერაპიის პალატაში მოხვედრისას საექთნო შეფასების  კრიტერიუმები  და საექთნო ინტერვენციები;
  • პოსტოპერაციულ პერიოდში ნეონატალური პაციენტის მოვლისათვის საჭირო მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის შერჩევა;
  • ნეონატალური პაციენტის პოსტოპერაციული მოვლის ეტაპზე შექმნილი გართულებების სპეციფიკასა და ქმდებების თანმიმდევრობას;
  • საექთნო ქმედებების ჩამონათვალი და მათი მნიშვნელობა პაციენტის მკურნალობის დროს სპეციფიკის მიხედვით;

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები:

  • საექთნო პროცედურები კრიტიკული მოვლის დეპარტამენტებში;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების საექთნო პროცესის მართვის უნარი;
  • საექთნო პროცედურებისათვის საჭირო რესურსების მობილიზების უნარი;
  • საექთნო პროტოკოლებითა და გაიდლაინებით მუშაობის უნარი;
  • მონაცემთა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი (ექთნის ჩარევების კატეგორიების მიხედვით);
  • ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
  • სამუშაო პროცესის კოორდინირების (გუნდში მუშაობის) უნარი;
  • სამუშაო პროცესის კონტროლის უნარი;
  • კრიზისულ სიტუაციაში დროული და ადექვატური ქმედების უნარი (გადაუდებელი დახმარების დროს);

არჩევითიPDF რეგისტრაცია