ge en ru
  • ge
  • en
  • ru

საექთნო ფარმაკოლოგია და მედიკამენტების კალკულაცია

50 სთ

პროგრამა:       საექთნო ფარმაკოლოგიის საფუძვლები, მედიკამენტოზური თერაპია და მედიკამენტების კალკულაცია

ხელმძღვანელი:

ია გელენიძე

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის მოცულობა:

2 (50 საათი)

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:    

პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი

პროგრამის ღირებულება:

 300 ლარი (რეგისტრაციის პირველადი შენატანი ღირებულების 50%, დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე)

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/ აქტივობები :

  • ლექცია-სემინარები
  • გუნდური მუშაობა
  • დისკუსიები
  • დებატები
  • მონაცემების ტექსტობრივი დამუშავება და ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • როლური თამაშები
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სიტუაციური ამოცანები
  • შემთხვევების შესწავლა და ანალიზი (case study)

 

 პროგრამის მიზანი და ამოცანები:

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ექთნების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დიაგნოზის  პაციენტების საექთნო მართვის ეტაპზე მედიკამენტოზურ თერაპიას საექთნო პროცესის ფარგლებში. განყოფილებებისათვის  ექთნის მომზადება, რომელთაც შეუძლიათ:

  •  ფარმაკოლოგიის ბაზისური პრინციპები-მედიკამენტის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და ლეგალური პრინციპების დაცვა
  •  ფარმაკოლოგიის ბაზისური პრინციპები-ცირკულაცია (გულსისხლძაღვთა სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები)
  •  ფარმაკოლოგიის ბაზისური პრინციპები- ტკივილის მართვა
  •  ფარმაკოლოგიის ბაზისური პრინციპები - ანთებითი პროცესისა და ინფექციის საექთნო მართვა
  •  ფარმაკოლოგიის ბაზისური პრინციპები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტების გამოყენება
  •  ფარმაკოლოგიის ბაზისური პრინციპები -  ნერვულ სისტემა (ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების გამოყენება)
  • მედიკამენტის ადმინისტრირების გზები 
  • მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფა საექთნო ინტერვენციების კატეგორიების განსაზღვრა
  • მედიკამენტების დოზირების პრინციპები და კალკულაცია
  • საექთნო შეცდომების იდენტიფიცირება და მართვა

 

სწავლის შედეგი: 

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

  • მედიკამეტის მოქმედების მექანიზმი ადამიანის ორგანიზმზე;
  • ლეგალური და პროფესიული საკითხები მედიკამენტოზური თერაპიის ეტაპზე;
  • ფარმაკოკინეტიკა და ფარაკოდინამიკა;
  • წამალთშორისი ურთიერთქმედება;
  • წამლის გვერდითი ეფექტი;
  • გულსისხლძაღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები;
  • ანტიკოაგულაციური თერაპია;
  • ანესთეტიკები;
  • ანალგეტიკები;
  • ანტიმიკრობული თერაპია;
  • ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები;
  • მედიკამენტები რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქრონიკული მდგომარეობის სამართავად;
  • მედიკამენტები,რომელიც გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს;
  • მედიკამენტების დოზირება და კალკულაცია- საექთნო პროცესის მართვა;
  • მედიკამენტების ადმინისტრირების წესი და საექთნო ინტერვენციები; 
  • მედიკამენტების გვერდითი ეფექტები და საექთნო ინტერვენციები

 

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები:

  • საექთნო პროცედურები მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფისათვის;
  • საიზოლაციო შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უნარი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის რეგულაციების შესაბამისად;
  • საექთნო პროცედურებისათვის საჭირო რესურსების მობილიზების უნარი;
  • საექთნო პროტოკოლებითა და გაიდლაინებით მუშაობის უნარი;
  • მონაცემთა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი (ექთნის ჩარევების კატეგორიების მიხედვით);
  • ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
  • სამუშაო პროცესის კოორდინირების (გუნდში მუშაობის) უნარი;
  • კრიზისულ სიტუაციაში დროული და ადექვატური მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფის უნარი (გადაუდებელი დახმარების დროს);
  • მედიკამენტების დოზირების განსაზღვრისა და კალკულაციის უნარი;
  • მედიკამენტოზური თერაპიის დროს გართულებების საექთნო მართვის უნარი;

არჩევითიPDF რეგისტრაცია