ge en ru
  • ge
  • en
  • ru

მეანობა-გინეკოლოგია - პაციენტის საექთნო მართვა

50 სთ

პროგრამა: 

მეან-გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა

ხელმძღვანელი: 

ია გელენიძე

სწავლების ენა: 

ქართული

პროგრამის მოცულობა: 

2 კრედიტი - 50 საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 

პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი და მინიმუმ ექთნად ან თანაშემწედ მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება

პროგრამის ღირებულება: 

400 ლარი (რეგისტრაციის პირველადი ღირებულება 50%, დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს კურსის დასულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე)

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/ აქტივობები:

• ლექცია-სემინარები

• გუნდური მუშაობა

• ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება

• ვიზუალური ლექციები

• დისკუსიები

• დებატები

• ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი

• პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები

• როლური თამაში

• საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება

• სიტუაციური ამოცანები

• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ექთნების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებებში მეანობა-გინეკოლოგიური პაციენტების საექთნო მართვას, ამბულატორიულ და სტაციონარულ ეტაპზე. ექთნის მომზადება, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს განყოფილებებისათვის საჭირო საექთნო პროცედურებსა და მანიპულაციებს სპეციფიკის მიხედვით.

სწავლის შედეგი:

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

1. საექთნო პროცესის საფუძვლები შეფასება, საექთნო დიაგნოზი, საექთნო გეგმის შემუშავება, საექთნო ინტერვენციები, განმეორებითი შეფასება.
2. კომუნიკაცია , საექთნო ეთიკა
3.ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესები
4. ინფექციის გავრცელების გზები;

5. პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესი

6. ანტისეპტიკის მეთოდების კლასიფიკაცია, საექთნო ინტერვენციები
7. საექთნო ქმედებები და მანიპულაციები
8. სტანდარტული და სპეციალური დაცვის ღონისძიებები და საშუალებები
9.ანტენატალური შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება:
ფიზიოლოგიური ცვლილებები ორსულობისას:
• კარდიო ვასკულარული სისტემა; რესპირატორულისისტემა; საშარდესისტემა;
• გასტროინტესტინალური სისტემა;
• მეტაბოლური ცვლილებები, ძვალ სახსროვანი ცვლილებები;
• საფარი სისტემის ცვლილებები;
• ენდოკრინული სისტემა;
• ნაყოფის დამოკიდებულება საშვილოსნოსთან და მენჯზე;
• ნაყოფის პოზიცია;
• ინვაზიური და არაინვაზიური ულტრაბგერა, კარდიოტოპოგრაფია, ანტენატალური ვარჯიშები და დიეტა;
10.ინტრანატალური შეფასება :
• მშობიარობის პირველი ფაზა: მშობიარობის დაწყების ნიშნები და სიმპტომები (ფიზიოლოგიური და პათოლოგიური); ქალის მომზადება წინა სამშობაირო პერიოდში: შეფასება, დაკვირვება, პარტოგრამის შევსება, ნაყოფის მონიტორირება, მშობიარობის ინდუქცია, ტკივილის მართვა, კომფორტის მინიჭება.
• მშობიარობის მეორე ფაზა:მშობიარობის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ნიშნები და სიმპტომები; მშობიარობის მართვის პრინციპები და ტექნიკა; ეპიზიოტომია; ახალშობილის მიღება: ახალშობილთა რესუსკიტაციის ნაბიჯების თანმიმდევრობა; ჭიპლარის მოვლა და მართვა; ახალშობილის იდენტიფიკაცია; ძუძუთი კვების დაწყება; სკრინინგი და ტრანსპორტირება.
• მშობიარობის მესამე ფაზა:მშობიარობის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ნიშნები და სიმპტომები; ხანგრძლივობა, პლაცენტის შემოწმება; შორისის შემოწმება; დოკუმენტაცია
11.პოსტნატალური საექთნო შეფასება და საექთნო ინტერვენციები;
• ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერა;

• ლაქტაციის პერიოდის მართვა;

• იმუნიზაცია;
• მშობლის განათლება
12.რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიებით პაციენტის საექთნო მართვა:
• რეპროდუქციული სისტემის ინფექციური დაავადებები;
• ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები;
• საექთნო ფარმაკოლოგია და მედიკამენტოზური თერაპია;
• საექთნო დოკუმენმტაცია;
13.პირველადი გადაუდებელი დახმარება:
• საექთნო შეფასება პრობლემის იდენტიფიცირება(ანამნეზი, ფიზიკური შეფასება)
• საექთნო მოვლის გეგმის შემუშავება პრიორიტეტების განსაზღვრა (სწორი ჩარევების დაგეგმვა)
• საექთნო ინტერვენციები ( სასწრაფო გადაუდებელი ღონისძიებების გატარება საჭიროების შემთხვევაში )
• პრეოპერაციული მომზადება;
• საექთნო პროცედურები;
• ახალშობილთა რეანიმაცია სამშობიარო ბლოკში;
14. ქირურგიული პაციენტების საექთნო მართვა გეგმიური სტაციონარული მოვლის ეტაპზე:
• ქირურგიული ჩარევების კატეგორიები და ხარისხი, საექთნო ინტერვენციები;
• საექთნო შეფასება პრობლემის იდენტიფიცირება(ანამნეზი, ფიზიკური შეფასება)
• საექთნო მოვლის გეგმის შემუშავება პრიორიტეტების განსაზღვრა (სწორი ჩარევების დაგეგმვა)
• საექთნო ინტერვენციები ( სასწრაფო გადაუდებელი ღონისძიებების გატარება საჭიროების შემთხვევაში )
• პრეოპერაციული/პოსტოპერაციული საექთნო მოვლა : პაციენტის განათლება, პაციენტის ჰიგიენა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და საექთნო ინტერვენციები/პროცედურები
• გინეკოლოგიური პაციენტის პოსტანესთეზიის ეტაპზე საექთნო მოვლა;
15. მედიკამენტების ადმინისტრირების წესი და კალკულაცია, პრემედიკაცია;

 

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები

• საექთნო პროცედურების განხორციელება ინფექციის კონტროლის წესების დაცვით სამეანო-გინეკოლოგიურ მიმართულებაში;
• მეანობა-გინეკოლოგიური პაციენტების მოვლის ეტაპზე საექთნო პროცესის მართვის უნარი: ანტენატალური, ინტრანატალური და პოსტნატალური მდგომარეობების დროს;
• საიზოლაციო შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უნარი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის რეგულაციების შესაბამისად;

• საექთნო პროცედურებისათვის საჭირო რესურსების მობილიზების უნარი;
• საექთნო პროტოკოლებითა და გაიდლაინებით მუშაობის უნარი;
• მონაცემთა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
• საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი (ექთნის ჩარევების კატეგორიების მიხედვით);
• ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
• სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
• სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
• სამუშაო პროცესის კოორდინირების (გუნდში მუშაობის) უნარი;
• კრიზისულ სიტუაციაში დროული და ადექვატური ქმედების უნარი (გადაუდებელი დახმარების დროს);
• პრეოპერაციული, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული საექთნო პროცესის მართვის უნარი;

არჩევითიPDF რეგისტრაცია