ხელმძღვანელი: | ია გელენიძე |
სწავლების ენა: | ქართული |
პროგრამის მოცულობა: | 50 საათი - 2 კრედიტი |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი და მინიმუმ ექთნად ან ექთნის თანაშემწედ მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება |
პროგრამის ღირებულება: | 400 ლარი რეგისტრაციის პირველადი შენატანი ღირებულების 50%, დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/ აქტივობები:
• ლექცია-სემინარები
• გუნდური მუშაობა
• ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
• დემონსტირების მეთოდი
• დისკუსიები
• დებატები
• პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
• როლური თამაში
• საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
• სიტუაციური ამოცანები
• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
• კლინიკური პრაქტიკა სამედიცინო დაწესებულებებში
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია ექთნების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ პრეჰოსპიტალურ და ინტრაჰოსპიტალურ დოენზე შემთხვევის ადგილის რისკების შეფასება, უსაფრთხო მოქმედებების არეალის განსაზღვრა, პირველადი დახმარება და ტრავმების დროს პრეჰოსპიტალურ / ჰოსპიტალურ დონეზე პაციენტთა საექთნო მართვა, საველე და ჰოსპიტალურ დონეზე, მასობრივი შემთხვევის დროს დაზარალებულთა/პაციენტთა ტრიაჟი.
სწავლის შედეგი:
კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:
პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები
• საექთნო პროცედურების განხორცილება ინფექციის კონტროლის პრინციპებისა და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;
• კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების საექთნო პროცესის მართვის უნარი: ტრავმული დაზიანებების, დაავადებების სიმძიმის მიხედვით;
• საიზოლაციო შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უნარი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის რეგულაციების შესაბამისად;
• საექთნო პროცედურებისათვის საჭირო რესურსების მობილიზების უნარი;
• საექთნო პროტოკოლებითა და გაიდლაინებით მუშაობის უნარი;
• მონაცემთა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
• საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი (ექთნის ჩარევების კატეგორიების მიხედვით);
• ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
• სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
• სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
• კრიზისულ სიტუაციაში დროული და ადექვატური ქმედების უნარი (გადაუდებელი დახმარების დროს);
• პრეოპერაციული, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული საექთნო პროცესის მართვის უნარი;