პროგრამა: |
საუკეთესო საექთნო პრაქტიკა და ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებაში
|
ხელმძღვანელი: |
ია გელენიძე, თამარ ლაბაძე |
სწავლების ენა: |
ქართული |
პროგრამის მოცულობა: |
50 საათი - 2 კრედიტი |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: |
პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი და პრაქტიკოს ან უფროს ექთნად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება |
პროგრამის ღირებულება: |
400 ლარი რეგისტრაციის პირველადი შენატანი ღირებულების 50%, დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/ აქტივობები:
• ლექცია-სემინარები
• გუნდური მუშაობა
• დისკუსიები
• დებატები
• მონაცემების ტექსტობრივი დამუშავება და ანალიზი
• პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
• როლური თამაშები
• საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
• სიტუაციური ამოცანები
• შემთხვევების შესწავლა და ანალიზი (case study)
• კლნიკური პრაქტიკა სამედიცინო დაწესებულებაში
პროგრამის მიზანი:
მისცეს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ– ჩვევები, რის საფუძველზეც
წარმატებით შეძლებს საექთნო პროცესის მართვას ინფექციის კონტროლის სტანდარტების შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებებში, საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებების, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით.
სწავლის შედეგი
კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:
• სტანდარტული უსაფრთხოების ზომების კომპონენტები
• დაავადების გადაცემის ციკლის რღვევაში სტანდარტული უსაფრთხოების ზომების გამოყენების როლი
• საექთნო ჩარევების დროს ხელის მოვლის ჰიგიენის წესები
• სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენების მნიშვნელობა
• იარაღებისა და აღჭურვილობების დეკონტამინაცია, დეზინფექცია-სტერილიზაცია
• აღჭურვილობის დაჯგუფებები (კრიტიკული, ნახევრად კრტიკული და არა კრიტიკული)
• დეზინფექცია-სტერილიზაცია, არსებული წესების შესაბამისად
• დეზინფექცია-სტერილიზაციის დროს საჭირო დოკუმენტაციის წარმოების წესი
• საექთნო პროცედურების და მანიპულაციების განხორციელება ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის წესების დაცვით
• ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ორგანიზმის სისტემების მიხედვით
• სისხლძარღვშიდა აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფექციების პრევენცია
• კათეტერთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციების პრევენცია
• სამედიცინო სერვისებთან ასოცირებული პნევმონიის და ვენტილატორთან ასოცირებული პნევმონიის პრევენციის ღონისძიებები
• სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია კატეგორიების მიხედვით
• სამედიცინო თეთრეულის მართვის პრინციპები
• სამედიცინო დაწესებულების დასუფავება
• ანტისეპტიკის მეთოდების გამოყენება საჭიროების შემთხვევაში
• ბასრი საგნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა პროცედურების დროს
• ექსოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის პრინციპები
• დაავადების მიხედვით პაციენტთა სწორი იზოლაციის ღონისძიებების წესები და მნიშვნელობა
• პაციენტთა იზოლაციის უზრუნველყოფა კოჰორტიზაციას ჰაერით, წვეთოვნად და კონტაქტის გზით გადამცემი დაავადებების შემთხვევაში
• გადაცემის გზებზე დაფუძნებული დაავადებების შესაბამისად პერსონალური და ემპირიული დაცვის ღონისძიებები
• სამედიცინო დაწესებულებაში პერსონალისა და პაციენტების მოძრაობის ნაკადები
პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები