რეგისტრაციის პირველადი შენატანი ღირებულების 50%, დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/ აქტივობები:
ლექცია-სემინარები
გუნდური მუშაობა
დისკუსიები
დებატები
მონაცემების ტექსტობრივი დამუშავება და ანალიზი
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
როლური თამაშები
საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
სიტუაციური ამოცანები
შემთხვევების შესწავლა და ანალიზი (case study)
პროგრამის მიზანი:
ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის ხელმძღვანელი ექთნების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას მისი მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის გამუჯობესებისა და კეთილდღეობის ზრდის განხორციელებას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს მენეჯერი ექთნების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებისათვის შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციული რესურსებით უზრუნველყოფას და მათ მართვას.
კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:
მენეჯმენტის პროცესის განხორციელება საექთნო პროცესის ხუთი საფეხურის საფუძველზე (პროფესიული პრაქტიკის სტანდარტი);
საექთნო პროფესიული სტანდარტი;
ლიდერობა, როგორც სწორი მენეჯმენტის, აუცილებელი პირობა;
მენეჯმენტის სქემა სამედიცინო დაწესებულებაში;
საექთნო განათლების სტანდარტი;
მენეჯმენტის პროცესის განსაზღვრება;
მენეჯმენტის პროცესის განსაზღვრა სამედიცინო დაწესებულებაში;
ორგანიზაციული ქცევისა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
საექთნო განათლების ინსტიტუციის განსაზღვრა;
ორგანოგრამის გეგმა და ინფორმაციის გავრცელების გზები;
მატერიალურ/ტექნიკური და ადამიანური რესურსების მართვის პრინციპები.
პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები
საექთნო პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე მუშაობის უნარი;
მონაცემთა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
სამუშაო პროცესის კოორდინირების (გუნდში მუშაობის) უნარი;
სამუშაო პროცესის კონტროლის უნარი;
კრიზისულ სიტუაციაში დროული და ადექვატური ქმედების უნარი;
ორგანიზაციული სტრუქტურის რესურსების მართვის უნარი (კომპეტენციის ფარგლებში);
სამედიცინო პერსონალისთვის პრობლემაზე ფოკუსირებული პრაქტიკული სწავლების უნარი;
საექთნო კლინიკური ჩარევების კატეგორიების შესაბამისად ხარისხის გაუმჯობესების გეგმის შემუშავების უნარი (საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციების გათვალისწინებით).